21:26 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-11 15:16:46, 2755 ნახვა

პოლიტიკა
გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება განიხილეს

გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა კახა იმნაძემ პოლიტიკურ საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან მიროსლავ იენჩასთან შეხვედრა გამართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახა იმნაძემ გენერალური მდივნის მოადგილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია მიაწოდა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდების მიუხედავად, რუსეთის ფედერაცია განაგრძობს საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების უხეშ დარღვევას.

შეხვედრაზე ასევე, შეშფოთება გამოითქვა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების, ასევე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების უკანონოდ აღმართვისა და საკონტროლო გამშვები პუნქტების დახურვის გამო, რაც მნიშვნელოვნად ზღუდავს მოსახლეობის გადაადგილების უფლებას.

შეხვედრისას აღინიშნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვა.

ხაზი გაესვა, რომ მსგავსი ქმედებები არა მხოლოდ ზღუდავს ადგილობრივი მაცხოვრებლების ფუნდამენტურ უფლებებს, არამედ მნიშვნელოვან ზიანს აყენებს უსაფრთხოების გარემოს ადგილზე და ხელს უშლის საქართველოს ძალისხმევას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის. ხაზი გაესვა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის მნიშვნელობას.

აღინიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა კიდევ ერთხელ ცხადყოფს უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და ადამიანის უფლებათა მონიტორინგის მისიების განხორციელების აუცილებლობას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
ზურაბიშვილი: ევროკომისიას ვთხოვ, დიუშენის დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებისთვის დახმარება გამოყოს
საგამოძიებო სიუჟეტის შემდეგ ჟურნალისტი გურამ როგავა გამოკითხვაზე დაიბარეს
პატრიარქობის კანდიდატის, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობის ხედვები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics