|
2017-08-10 16:16:25, 2364 ნახვა
ეკონომიკა
ოზურგეთში PSP-ს ბრიტანული კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ოზურგეთში, წულაძის ქ.N17-ში, PSP-ს ბრიტანული კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა. ახალი ბრიტანული კონცეფციის - „უფრო მეტი ვიდრე აფთიაქი“ სამი ნაწილისაგან შედგება და მომხმარებელს მედიკამენტების გარდა ბავშვთა მოვლისა და ევროპული კოსმეტიკის ფართო არჩევანს სთავაზობს. „PSP-ში ყოველთვის ყველაზე დაბალი ფასებია და გვინდა ჩვენი ეს გზავნილი საქართველოს ყველა კუთხეში გადავცეთ ჩვენს მომხმარებელს. ოზურგეთში, ისევე როგორც საქართველოს ყველა კუთხეში, ყოველ სამშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს მომხმარებელს სპეციალური ფასდაკლება ექნება მედიკამენტებზე. ამასთან პსპ-ში მუდმივად საინტერესო აქციებია. დღეიდან ოზურგეთის მოსახლეობა შეუერთდება პსპ-ს „ოქროსფერ ზაფხულისა“ და „ბავშვთა თვეების“ აქციებს, ამ აქციების ფარგლებში მომხმარებელი მზის სერიის ყველა პროდქტს, ბავშვთა კვებისა და მოვლის საშუალებებს განსაკუთრებით დაბალ ფასში შეიძენს; ისარგებლებს სპეციალური ფასდაკლებით ვენების ვარიკოზების სამკურნალო საშუალებებსა და ანტივარიკოზულ წინდებზე. დამატებით 6%-იან ფასდაკლებას მიიღებენ PSP-ს ბარათის მფლობელები. ასევე ჩაერთვებიან პსპ-ს საიუბილეო გათამაშებაში, რომელიც 14 სექტემბერს გაიმართება. ვუსურვებთ ოზურგეთელებს გახდნენ პსპ-ს მორიგი გამარჯვებულები“ - აცხადებენ PSP-ში. ქსელის განვითარება პსპ-ს 2017 წლის სტრატეგიის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. მხოლოდ წელს 31 ახალი კონცეფციის „უფრო მეტი ვიდრე აფთიაქი“ დაემატა საქართველოს მასშტაბით; მათ შორის იმ რეგიონებში, სადაც წელს პირველად გაიხსნა პსპ-აფთიაქი: ახალქალაქი, საჩხერე, ბაკურიანი, დედოფლისწყარო. ქსელის გაფართოების პროცესი გრძელდება. ასე მაგალითად, ხვალ თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში, ასევე განახლებული კონცეფციის პსპ იხსნება.
(R)
სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ ისტორიული მარცხი განიცადა, ვუჩიჩმა სტუდენტებთან დამარცხება აღიარა
საქართველო ივანიშვილის გარეშე დიდი საპროტესტო აქცია თბილისში - ვიდეო
პრაღაში ათიათასობით ადამიანი საზოგადოებრივი მაუწყებლობის რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)