|
2017-08-10 16:03:07, 2738 ნახვა
ეკონომიკა
ეროვნულმა ბანკმა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დააჯარიმა
მომხმარებლისთვის კანონით განსაზღვრულ ოდენობაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთის და საჯარიმო სანქციების დაკისრების გამო, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დააჯარიმა. როგორც სებ-ის განცხადებაშია აღნიშნული, 2017 წლის 14 იანვარს სამოქალაქო კოდექსში (სსკ) შესული ცვლილებებით, განისაზღვრა სესხებზე დასარიცხი მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი და საჯარიმო სანქციის ოდენობა (დამატებით სსკ-ში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით გთხოვთ, იხილოთ ეროვნული ბანკის განცხადება). კანონის მოთხოვნათა აღსრულების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა თავის ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტების შემოწმება დაიწყო. "ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შემოწმებისას, გამოვლინდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების დარღვევის ფაქტები, რაც მომხმარებლისთვის კანონით განსაზღვრულ ოდენობაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთის (რაც ეფექტურ 100%-ს შეადგენს) და საჯარიმო სანქციების (წლიური 150%) დაკისრებას გულისხმობს. საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც გააგრძელებს თავის ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტების ინსპექტირებას და მიიღებს შესაბამის ზომებს მომხმარებლის უფლებების დასაცავად და მათი საქმიანობის კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. ხოლო იმ მომხმარებლებმა, რომელთა მომსახურე კომპანიები არ წარმოადგენენ საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სუბიექტებს, თავიანთი უფლებების დასაცავად უნდა მიმართონ სასამართლოს. ამასთან, ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამოანგარიშება შესაძლებელია შემდეგ ბმულზე - https://www.nbg.gov.ge/cp/index.php?m=551 კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მომხმარებლებს, სესხის აღების დროს გამოიჩინონ ყურადღება და დეტალურად გაეცნონ ხელშეკრულებას. თუ თვლით, რომ თქვენი უფლებები დაირღვა, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ საქართველოს ეროვნული ბანკის ცხელ ხაზზე - 2 406 406 ან მოგვწერეთ - cp@nbg.gov.ge", - ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)