|
2017-08-09 12:51:36, 2054 ნახვა
პოლიტიკა
ეროვნული პლატფორმა: პუტინის ვიზიტი 8 აგვისტოს, არის გზავნილი რუსეთის მხრიდან, რომ კვლავ ღიად აგრძელებს ოკუპაციას
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა ოკუპირებულ აფხაზეთში, ქალაქ ბიჭვინთაში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ვიზიტს გმობს. განცხადებაში, რომელსაც ხელს 60 ორგანიზაცია აწერს, ნათქვამია, რომ რუსეთის ფედერაცია არ ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს ექვს-პუნქტიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობებს. მათივე შეფასებით, პუტინის ვიზიტი 8 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს საომარი კონფლიქტიდან ზუსტად 9 წლის თავზე არის გზავნილი რუსეთის მხრიდან, რომ ის კვლავ ღიად აგრძელებს ოკუპაციას. „აღნიშნული ვიზიტი უხეშად არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს. რუსეთის ფედერაციის დესტრუქციული, აგრესიული ქმედებები, მათ შორის საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მილიტარიზაცია საფრთხეს უქმნის მთლიანად რეგიონის მშვიდობასა და სტაბილურობას. საქართველო არასდროს შეეგუება აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციას. პრეზიდენტ პუტინის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში განსაკუთრებულად ცინიკურად გამოიყურება, მას შემდეგ რაც საქართველოში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსული სახელმწიფოს მონაწილეობით ორჯერ განხორციელდა ქართველების ეთნიკური წმენდა, გვყავს ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირი და ლტოლვილი. ეთნიკური ქართველების შევიწროვება ახლაც გრძელდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც მიმდინარეობს რუსიფიკაციის პროცესი, რაც საბოლოო მიზნად ამ ტერიტორიების ანექსიას ისახავს. ჩვენ, საქართელოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები გამოვხატავთ მტკიცე პროტესტს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ბიჭვინთაში ვიზიტთან დაკავშირებით. მოვუწოდებთ, როგორც საქართველოს ხელისუფლებას, ასევე უცხოურ სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს გაზარდონ ზეწოლა რუსეთის ხელისუფლებაზე, რათა შეჩერდეს აგრესია მეზობელი სახელმწიფოს, საქართველოს მიმართ“,-ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს შემდეგი ორგანიზაციები აწერენ: 1. ევროპული ინიციატივა-ლიბერალური აკადემია თბილისი 2. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი 3. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 4. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო 5. ეკონომიკური პოლიტიკის და კვლევის ცენტრი 6. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება 7. საერთო სამოქალაქო მოძრაობა ”მრავალეროვანი საქართველო” 8. კონსტიტუციის 42 მუხლი 9. ევროკავშირი–საქართველოს ბიზნესსაბჭო (EUGBC) 10. საქართველოს რეფორმების ასოციაცია 11. ახალგაზრდული ალტერნატივა 12. მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის 13. ადამიანის უფლებათა ცენტრი 14. საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები- საქართველო 15. ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსათვის 16. გადავარჩინოთ მომავალი თაობა 17. საქართველოს ენერგო-რესურსების ეფექტურად გამოყენების ასოციაცია 18. ცენტრი "ემპათია" 19. ასოციაცია "იმედი" დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის 20. სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი "თაობათა დიალოგი" 21. საქართველოს ფერმერთა ასოციაცია 22. ფონდი "სამოქალაქო განათლების განვითარების მულტიეთნიკური რესურსცენტრი" 23. ასოციაცია "მერკური" 24. საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი 25. საქართველოს საერთაშორისო განვითარების სააგენტო 26. სკოლა-ოჯახი-საზოგადოება 27. ახალგაზრდა ჟურნალისტთა ასოციაცია ”ახლებური ხედვა” 28. დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი 29. საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაცია "საქართველოს ჩაი" 30. სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრი 31. ასოციაცია "ათინათი" 32. ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაცია 33. ასოციაცია "მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია" 34. ფერმერთა უფლებების დაცვის ასოციაცია 35. ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო 36. კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის 37. საზოგადოებრივი განვითარების აკადემია 38. ასოციაცია ,,ქალი და ბიზნესი“ 39. რეპატრიანტთა კავშირი 40. კავკასიური მოზაიკა 41. კავკასიის ეკოლოგია 42. საერთაშორისო ბიზნესის და ეკონომიკური განვითარების ცენტრი 43. კავკასიური სახლი - საქართველო 44. თავისუფალი არჩევანი 45. ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო 46. გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი 47. საქართველოს პრესის ასოციაცია 48. კვლევების ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ხელშემწყობი საერთაშორისო ცენტრი 49. საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის 50. საწარმოთა ინოვაციური განვითარების ცენტრი 51. ასოციაცია ევროპული კვლევები საქართველოს ინოვაციური განვითარებისთვის 52. პედაგოგთა კავშირი ”განათლება და სამყარო” 53. პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის საქართველოს კომიტეტი 54. კავშირი ”ეკოტექი” 55. განიარაღება და არაძალადობა 56. საქართველოს გეოსტრატეგიული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კვლევების ინსტიტუტი 57. ქალთა პოლიტიკური რესურს ცენტრი 58. სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია ტოლერანტი 59. მეგობრობის ხიდი ,,ქართლოსი“ 60. განვითარებისა და ჩართულობის ცენტრი.
პატრიარქობის კანდიდატის, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობის ხედვები
„საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
5 საერთაშორისო მედიაორგანიზაცია ევროკავშირს ივანიშვილის რეჟიმისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ
ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, სხვა ვალუტაში მილიონ ლარზე ნაკლები თანხის სესხს ვერ აიღებს
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)