|
2017-08-09 08:59:50, 2598 ნახვა
სამართალი
მთაწმინდაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მთაწმინდის ფერდობზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიება სსკ-ის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. შეგახსენებთ, გუშინ, გვიან ღამით, მთაწმინდის ფერდობზე, ტყის მასივს ცეცხლი გაუჩნდა. 3000 კვ. მეტრამდე ფართობზე გავრცელებული ხანძრის ქრობის პროცესში 70-მდე მეხანძრე-მაშველი და 11 სახანძრო-სამაშველო ტექნიკა იყო ჩართული. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ შს მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ სირაძე. „რთული რელიეფური მდებარეობის გამო, სახანძრო-სამაშველო ტექნიკის გადაადგილება გართულებული იყო, თუმცა, მეხანძრე-მაშველების ოპერატიული და ეფექტური მუშაობის შედეგად, ხანძრის გავრცელების საშიშროება მალევე აღმოიფხვრა. მიმდებარე ტერიტორიაზე დასახლებულ პუნქტებს საფრთხე არ შექმნია“, - აცხადებენ შსს-ში. ამ დროისთვის ხანძარი სრულად არის ლიკვიდირებული.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)