|
2015-04-24 14:12:06, 384 ნახვა
პოლიტიკა
ნოდარ ჯავახიშვილი: ტენდერებთან დაკავშირებით მიდგომები ისე დაიხვეწება, რომ ჟურნალისტებს ამ ნაწილში საქმე გამოგელევათ
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრის ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, ტენდერების საკითხის შესწავლისას გამოიკვეთა, რომ მიდგომები დასახვეწია. ამის შესახებ ჯავახიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა. მისივე მტკიცებით, ტენდერებთან დაკავშირებით მიდგომები ისე დაიხვეწება, რომ ჟურნალისტებს ამ ნაწილში საქმე გამოელევათ. "მთავარი რა არის, ამას ვერავინ ვერ იტყვის. შეიძელბა ითქვას, რომ ტენდერები ეს ერთ-ერთი მთავარი საკითხია. შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ არის მიდგომები დასახვეწი და მე გარწმუნებთ, ძალიან მალე ნახავთ მაგას ჟურნალისტები იმიტომ, რომ საქმე ამ ნაწილში გამოგელევათ",-განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა. კითხვაზე-იყო თუ არა არასწორი მიდგომები წინა მინისტრის მხრიდან, ჯავახიშვილმა განაცხადა, რომ წინამორბედზე საუბარი ძალიან ცუდი ტონია. '"როგორც გგოონიათ, მე როცა ვთქვი, რომ განსხვავებული იყო, თუკი მინდოდა, გვარი, სახელი, ან თანამდებობა დამესახელებინა, ვერ გავბედე?! საერთოდ ძალიან ცუდი ტონია წინამორბედზე საუბარი, თუ კარგი ხარ, შენი საქმე კარგად აკეთე",-აღნიშნა ნოდარ ჯავახიშვილმა. კიდევ ერთ კითხვაზე- კმაყოფლი იყავით თუ არა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ტემპით, ნოდარ ჯავახიშვილმა ასეთი პასუხი გასცა: "კმაყოფილი არასოდეს არაფრით არ ვარ. ძალიან ბევრი რამე შეიცვლება იმიტომ, რომ სრულყოფილება მიუღწევადია, ეს უნდა მიზანი იყოს",-აღნიშნა ნოდარ ჯავახიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)