16:55 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-07 19:47:34, 2617 ნახვა

სამართალი
საქართველოში ექსტრადიციის მიზნით, უკრაინაში კოხტა კოდუა დააკავეს

საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, 2017 წლის 4 აგვისტოს, საქართველოში ექსტრადიციის მიზნით, უკრაინის ტერიტორიაზე  საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, 1980 წლის 28 იანვარს დაბადებული კოხტა კოდუა დააკავეს.

"უკრაინის კომპეტენტური სასამართლოს 2017 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილებით, ძებნილი პირის მიმართ  აღკვეთის ღონისძიების სახით შერჩეული იქნა საექსტრადიციო პატიმრობა 40 დღის ვადით. კ.კ. საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 იანვრისა და 18 მარტის განაჩენთა აღსრულების მიზნით. 2014 წლის 27 იანვრის განაჩენით იგი დამნაშავედ  იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტითა და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენის გამო. მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით.

2014 წლის 18 მარტის განაჩენით, კ.კ. ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ" ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი), 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) და 1441 მუხლის მე-2 ნაწილის „ა", „ე" და „ზ" ქვეპუნქტებით (2 ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენის გამო. ამავე განაჩენით, კ.კ.-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით",-აცხადებენ პროკურატურაში.

მათივე ცნობით, ამჟამად  კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics