2017-08-07 19:10:04, 2797 ნახვა
პოლიტიკა
სახელმწიფო აუდიტის სამსახური პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს
სახელმწიფო აუდიტის სამსახური არჩევნებში მონაწილეობის მსურველ პოლიტიკურ პარტიებს და მათ წარმომადგენლებს მიმართავს და საკონსულტაციო-საინფორმაციო შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად იწვევს.
შეხვედრა 9 აგვისტოს, 15:00 საათზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ოფისში გაიმართება.
აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანია აუდიტის სამსახურის რეგულაციების ცვლილებების განხილვა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების 2017 წლის არჩევნებისთვის მომზადება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან