00:25 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-05 15:07:28, 2526 ნახვა

სამართალი
საგარეო უწყების ინფორმაციით, თურქეთის ციხეში მოშიმშილე ქართველები სასულიერო პირთან შეხვედრას ითხოვენ

საგარეო საქმეთა სამინისტრო, თურქეთში, მალტეპეს ციხეში მოშიმშილე საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ისინი ქართველ სასულიერო პირთან შეხვედრას ითხოვენ.

„სტამბოლში, საქართველოს გენერალურ საკონსულოში პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების მშობლებისგან შევიდა შეტყობინება მალტეპეს ციხეში მყოფი საქართველოს მოქალაქეების მიერ შიმშილობის გამოცხადების შესახებ. საკონსულო დაუკავშირდა სტამბოლის პროკურატურას და სასჯელაღსრულების დაწესებულებას, სადაც დაადასტურეს ქართველი პატიმრების შიმშილობის თაობაზე. პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების განცხადებით, შიმშილობის დაწყების ერთადერთი მიზეზი არის მათი მოთხოვნა ქართველ სასულიერო პირთან შეხვედრის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსულოს სისტემატური კავშირი აქვს სტამბოლის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ პატიმრებთან, რა დროსაც მათი მხრიდან არასდროს გამოთქმულა სურვილი სასულიერო პირთან შეხვედრის შესახებ. გენერალური საკონსულო სისტემატურად აწვდის პატიმრებს საეკლესიო ნივთებს (სანთლები, ხატები, ლოცვანი და ა.შ.) პატიმრებს საპატიმროში ასევე აქვთ სალოცავი კუთხე, ციხის ადმინისტრაციას მათთვის არანაირი პრობლემა არ შეუქმნია.

შიმშილობის დაწყებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღებისთანავე პატიმრების მონახულების მოთხოვნით გაიგზავნა წერილი სტამბოლის პროკურატურაში. ნებართვას პატიმრების მონახულებაზე საკონსულო მიიღებს ორშაბათს, რის შემდეგაც მოხდება შეხვედრა. დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საკონსულოს მიერ გადამოწმებული ინფორმაციის თანახმად საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics