|
2015-04-24 12:50:32, 415 ნახვა
პოლიტიკა
ბაქრაძე: ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის გათვალისწინებით, ბელარუსთან ნებისმიერ თანამშრომლობაზე შეიძლება საუბარი
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ დავით ბაქრაძის განმარტებით, ბელარუსისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრის დროს მიღწეული შეთანხმებების მე-3 პუნქტში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის სრული მხარდაჭერაა ხაზგასმული. ამის შესახებ ბაქრაძემ ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. მედიის წარმომადგენელი დაინტერესდა, "შეთანხმებების მე-3 პუნქტი იწყება, რომ საქართველოსა და ბელარუსს ერთიანი პოზიცია აქვს რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებთან დაკავშირებით, რაც ხომ არ მოდის წინააღმდეგობაში საქართველოს პოზიციასთან". ბაქრაძის თქმით, ბელარუსი საქართელოს ტეიტორიულ მთლიანობას პატივს სცემს. აქედან გამომდინარე, ბაქრაძის შეფასებით, ბელარუსთან ნებისმიერ თანამშრომლობაზე საუბარი შესაძლებელია. "როგორც მე გავეცანი, საერთაშორისო დოკუმენტების, საერთაშორისო სამართლის პრინციპების სრული გაზიარებით იწყებოდა ეს პუნქტი, სადაც ხაზგასმით იყო აღნიშნული ორივე ქვეყნის, რა თქმა უნდა, საქართველოსიც, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის სრული მხარდაჭერა. შესაბამისად, სწორედ ამ პრინციპების გათვალისწინებით, შეიძლება საუბარი ნებისმიერ თანამშრომლობაზე ნებისმიერ საერთაშორისო ფორმატში, მათ შორის ბელარუსთან, რომელიც სრულად პატივს სცემს და იზიარებს საქართველოს ტერიტოიულ მთლიანობას, მის სუვერენიტეტს, მნიშვნელობა ჰქონდა იმასაც, რომ ორმხრივ ფორმატში გაფორმდა ათამდე ხელშეკრულება და მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ ბევრ საკითხთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკას, აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი სახელმწიფოები ვართ ორივე,ბევრ საკითხთან დაკავშირებით მოხდა აზრების გაცვლა",-განცხადა დავით ბაქრაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)