|
2015-04-24 11:52:28, 354 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ალექსანდრ ლუკაშენკოს არავითარი გზავნილი არ ჩამოუტანია
„ალექსანდრ ლუკაშენკოს საქართველოში არავითარი გზავნილი არ ჩამოუტანია“, - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ბელარუსის პრეზიდენტმა რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების კუთხით საქართველოში გზავნილი ჩამოიტანა. პრემიერის შეფასებით, ლუკაშენკოს საქართველოში ვიზიტი იყო მეგობრული, რამაც საფუძველი ჩაუყარა საქართველო-ბელარუსის ხალხებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას. „ბელარუსის პრეზიდენტის ვიზიტი იყო ნამდვილად წარმატებული. ეს იყო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის პირველი ოფიციალური ვიზიტი, იგი საქართველოში მანამდე არ ყოფილა. ვფიქრობ, ყველაფერი ძალიან კარგად იყო ორგანიზებული და ეს ვიზიტი მართლაც წარმატებული იყო. აქვე მედიაშია გაისმა რაღაც კითხვები და სპეკულაციები დაიწყო. არავითარი დაფარული ჩვენ არ გვქონია. ლუკაშენკოს გზავნილი არ ჩამოუტანია. ყველაფერი იყო გამჭვირვალე და საჯარო. ეს იყო ძალიან კარგი, მეგობრული ვიზიტი. მიმაჩნია, რომ საფუძველი ჩაეყარა ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობის გაღრმავებას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)