19:40 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-03 10:37:08, 2246 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი აშშ-ის ადმინისტრაციას ქართველი ხალხის სახელით, ხმამაღალი მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის ვიზიტი კიდევ ერთხელ შეაფასა.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც პირველი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი  ასეთ მკაფიო მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს.

„ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, საგარეო პოლიტიკურ მისწრაფებას. მინდა მადლობა გადავუხადო ხალხის სახელით ამერიკის ადმინისტრაციას  ასეთი ხმამაღალი მხარდაჭერისთვის. მინდა, კიდევ ერთხელ კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ,  ჩვენი ხელისუფლების  მიერ გამოცხადებული მთავარი პრიორიტეტია  უსაფრთხოება, სტაბილურობა,  დემოკრატია  და ადამიანის უფლებების დაცვა, ჩვენი ეკონომიკური განვითარება, რომელმაც საბოლოო ჯამში უნდა მოიტანოს თითოეული მოქალაქისთვის კეთილდღეობა, არის კარგად შეფასებული და ეს, რა თქმა უნდა, არის კიდევ მეტი პასუხისმგებლობა, რომ ჩვენი ქვეყანა მივიყვანოთ გამთლიანებამდე, რა თქმა უნდა, მშვიდობიანად და კიდევ უფრო თანმიმდევრულად განვახორციელოთ ჩენი პრიორიტეტები, რათა ჩვენი ქვეყნისთვის მოვიტანოთ კეთილდღეობა“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
5 საერთაშორისო მედიაორგანიზაცია ევროკავშირს ივანიშვილის რეჟიმისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ
ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, სხვა ვალუტაში მილიონ ლარზე ნაკლები თანხის სესხს ვერ აიღებს
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics