12:51 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-02 18:44:13, 2679 ნახვა

სამართალი
ომბუდსმენი სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს

სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის  ფაქტზე დაწყებული გამოძიების შესახებ საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 29 ივლისს, დაახლოებით 09:30 საათზე, ლილოს ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელ ლ.ღ.-ს და მის თანმხლებ ი.ღ.-ს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ობიექტის დაცვის 15-20 თანამშრომელმა, შედეგად ლ.ღ.-მ და ი.ღ.-მ სხეულს სხვადასხვა დაზიანება მიიღეს.

„მოცემულ ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-4 განყოფილება.

უნდა აღინიშნოს, რომ შემთხვევის სიახლოვეს რამდენიმე ბანკი და საკრედიტო დაწესებულებაა განთავსებული და მიმდებარე ტერიტორია ვიდეოკამერების მეშვეობით კონტროლდება, თუმცა, კანონმდებლობიდან გამომდინარე, შესაძლოა არ მოხდეს ვიდეო ჩანაწერების საქმეზე დართვა, ვინაიდან, ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, გამოძიება ნაკლებად მძიმე დანაშაულზე მიმდინარეობს.

მიუხედავად ამისა, საკანონმდებლო შეზღუდვამ ხელი არ უნდა შეუშალოს ეფექტიან და გონივრულ ვადებში გამოძიების წარმართვას და დამნაშავე პირების გამოვლენას, მითუმეტეს, რომ დაზარალებულებმა რამდენიმე პირის იდენტიფიცირება უკვე მოახდინეს საგამოძიებო ორგანოებთან.

მნიშვნელოვანია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყველა შესაძლო ღონისძიება გაატაროს ამ ინდივიდუალური დანაშაულის გამოსავლენად, რომ ხელი შეუწყოს დემოკრატიული სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი ღირებულებების დაცვას: დანაშაულთან ბრძოლასა და მის შემდგომ პრევენციას, მოქალაქეთა ფიზიკურ უსაფრთხოებას და ადამიანის უფლებათა დაცვას.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს სისხლის სამართლის საქმეზე დროულად ჩატარდეს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ობიექტური გარემოებების დადგენისა და დამნაშავე პირების დასჯის მიზნით“, - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე კვლავ თვს ესხმის დიდ ბრიტანეთს და მის მოქმედ პრემიერს
სქროლვა-სქრინვის სამმართველო მოქალაქეს ივანიშვილის წყევლის გამო ან ჯარიმას დაუწესებს ან 20 დღე ციხეში გაუშვებს
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე სქროლვა-სქრინვის სამსახურს ოპტიმიზმით უყურებს
კობახიძე ევროსაბჭოს რეზოლუციაზე - აბსურდია ყველაფერი, რაზეც საუბარია რეზოლუციაში, საქართველო არის მოწინავე დემოკრატიის თვალსაზრისით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics