19:59 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-24 11:25:54, 342 ნახვა

პოლიტიკა
ლევან ყიფიანი: ეს არის თითიდან გამოწოვილი რაღაც პოლიტიკური ინტერესები და თამაში, რომელშიც ვერ ჩავერევი

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი სპორტის კომიტეტის წევრების ბრალდებებს "თითიდან გამოწოვილ პოლიტიკურ ინტერესსა და თამაშს უწოდებს".

ამის შესახებ ყიფიანმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყებამდე განუცხადა.

მისივე თქმით, სამინისტრო ყველა პროექტს კანონმდებლობის სრული დაცვით ახორციელებს. მინისტრი მზადაა, მის მიმართ გაჩენილ ნებისმიერ კითხვას, ამომწურავი პასუხი გასცეს.

"ჩვენ ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი. კარს მომდგარია ოლიმპიადა, ჩასატარებელია ბევრი ტურნირი, სხვადასხვა პროექტია ახალგაზრდული, ჩვენ მივსდევთ იმ გრაფიკს, რა გრაფიკითაც ვმუშაობთ. კითხვები არის და კითხვებზე გავცემთ პასუხს ამომწურავად. არის კითხვარი, რომელიც გამოგვეგზავნა. ჩავაყენებთ საქმის კურსში პრემიერ-მინისტრს, მთავრობის წევრებს, გავუგზავნით ჩვენს ოპონენტებსაც. დრო დასაკარგი არ გვაქვს იმდენად ბევრი სამუშაოა. მე პიროვნებამდე ვერ დავალ.შესაბამისად, ეს იმ პიროვნების პასუხისმგებლობაა, ვინც ამას აცხადებს. მე ყველა ამ პიროვნებასთან ცალკე ძალიან ნორმალური და კარგი ურთიერთობა მქონდა აქამდე. შესაბამისად, ჩემთან წვდომა, მოსვლა და კითხვის დასმა პრობლემა არ გახლავთ. უბრალოდ ეს არის ალბათ თითიდან გამოწოვილი რაღაც პოლიტიკური ინტერესები და თამაში, რომელშიც მე ვერ ჩავერევი. ბევრი საქმე მაქვს და პასუხისმგებლობა მაქვს საზოგადოების წინაშე, მთავრობის წინაშე, მე ჩემი პასუხისმგებლობის ფარგლებში ყველა იმ საკითხს ბოლომდე მივიყვან და გადაწყვეტილება ჩემზე აღარ იქნება. მინდა დავარწმუნო ყველა, რომ ყველა ის პროექტი, ყველა ის სამუშაო, რომელიც ჩვენ სამინისტროში ხორციელდება, ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, არანირი პრობლემა იმისა, რომ კითხვა დაისვას და ამაზე პასუხი იქნას გაცემული არ არსებობს. მე მზად ვარ ყველა უხერხულ კითხვაზე გავცე პასუხი",-განაცხადა ლევან ყიფიანმა და აქვე დასძინა, რომ ხსენებულ თემებზე ზედმეტი ყურადღების გადატანა სწორად არ მიაჩნია.

"მემგონი ეს ზედემტი აჟიოტაჟია. ზედმეტი ყურადღების გადატანა ასეთ საკითხებზე სწორად არ მიმაჩნია, ეს არის პიროვნული დაპირისპირებები, პიროვნული პრობლემები და არა სახელმწიფოებრივი, ჩვენ ვიქცევით სახელმწიფოებრივად",-განაცხადა ლევან ყიფიანმა.

შეგახსენებთ, სპორტის კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის წევრებმა ლევან ყიფიანის მუშაობა გააკრიტიკეს და მას სუსტი მინისტრი უწოდეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics