|
2017-08-02 10:26:00, 2607 ნახვა
სამართალი
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს აშშ-ს დელეგაცია ეწვია
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორმა, პოლიციის გენერალ-მაიორმა მინდია ლორთქიფანიძემ აშშ-ს ჯორჯიის შტატის 78-ე საჯარისო დანაყოფის მეთაურს, გენერალ ტომას ბლექსტოკსა და აშშ-ს ევროპული სარდლობის დელეგაციას განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების ბაზაზე უმასპინძლა. შსს-ს ინფორმაციით, ვიზიტის მიზანი იყო ამერიკელი პარტნიორების მიერ საქართველოს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საქმიანობის გაცნობა და არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება. სამუშაო შეხვედრაზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებმა აშშ-ს დელეგაციის წევრებს დეპარტამენტის საქმიანობის, განხორციელებული რეფორმების, მიმდინარე და დაგეგმილი მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს და ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრის დასასრულს, სტუმრებისთვის შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების ბაზაზე, ამავე დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის მონაწილეობით, საჩვენებელი საბრძოლო წვრთნები გაიმართა. ასევე მოეწყო სპეციალური აღჭურვილობისა და ტექნიკის გამოფენა. ამერიკის შეერთებული შტატების ევროპული სარდლობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომლის მხარდაჭერითაც არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა.
(NS)
სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ ისტორიული მარცხი განიცადა, ვუჩიჩმა სტუდენტებთან დამარცხება აღიარა
საქართველო ივანიშვილის გარეშე დიდი საპროტესტო აქცია თბილისში - ვიდეო
პრაღაში ათიათასობით ადამიანი საზოგადოებრივი მაუწყებლობის რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)