|
2017-08-01 17:17:06, 2518 ნახვა
ეკონომიკა კომენტარი
ხაზარაძე ანაკლიის პორტზე: პროექტი სრული სვლით მიდის და ძალიან მალე ვიქნებით მომსწრეები იმისა, რომ ბევრი ადამიანი დასაქმდება
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ანაკლიის განვითარების კორპორაცია მიყვება ზუსტად იმ გრაფიკს, რომელიც სახელმწიფოსთან და მთავრობასთან შეთანხმდა. კერძოდ, ხაზარაძის განმარტებით, კვლევითი სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულების ფაზაშია. ხაზარაძის განმარტებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოების წლის ბოლოსთვის დაიწყება. „დღეს ძალიან მნიშვნელოვან კონტრაქტს მოვაწერეთ ხელი SSA Marine-თან, რომელიც მსოფლიოს 250 წერტილში ოპერირებს, ეს არის ძალიან მსხვილი ამერიკული კორპორაცია, რომელიც გახდა ჩვენი პარტნიორი და რომელთან ერთადაც ჩვენ განვახორციელებთ ანაკლიის პორტის ოპერირებას. გარდა ამისა, ჩვენი კომპანია - ანაკლიის განვითარების კორპორაცია მიყვება ზუსტად იმ გრაფიკს, რომელიც შეთანხმდა სახელმწიფოსთან და მთავრობასთან, მიდის წინა კვლევითი სამუშაოები, რომლის ძირითადი ნაწილი, 80% დასრულების ფაზაშია. ფინანსური დახურვა პროექტის მოხდება შემოდგომაზე, და სწორედ წლის ბოლოს დაიწყება ანაკლიის, ამ გრანდიოზული, საუკუნის პროექტად წოდებული პორტის მშენებლობა. მე ვფიქრობ, მთავრობასთან, კერძო ინვესტორებთან ერთად ჩვენ მოვახდენთ საკმაოდ დიდ გარღვევას და საქართველოს, კონკრეტულად ანაკლიას გავხდით დამაკავშირებელ კარიბჭეს აღმოსავლეთსა და აშშ-ს შორის. სწორედ ამერიკული ოპერატორის მონაწილეობა ამ პროექტში ამაზე მეტყველებს. მინდა მადლობა გადავუხადო გიორგი კვირიკაშვილსა და მის გუნდს, საკმაოდ რთული პროცესი იყო ამ პროექტის აქამდე მოყვანა. წინ უფრო მეტი გასაკეთებელი გველოდება, თუმცა, მინდა ყველა დავარწმუნო, პროექტი სრული სვლით მიდის, და ჩვენ ძალიან მალე ვიქნებით მომსწრეები იმისა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი დასაქმდება”,-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. მისივე თქმით, ანაკლიის პორტის მშენებლობასთან ერთად იწყება ე.წ. ანაკლიის ქალაქის მშენებლობა, რომელიც თავისუფალი ინდუსტრიული ზონა იქნება: „სწორედ ახლა ვართ ჩვენ იმ პროცესში, სადაც ამ თავისუფალი ინდუსტრიის ზონისთვის შემოვიყვანთ ასევე ძალიან მსხვილ ოპერატორს, მიდის მოლაპარაკება საკმაოდ მსხვილ ჩინურ კომპანიებთან, და აის შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით, როგორც კი კონკრეტული შედეგები გვექნება. ჩვენ სწორედ ვასრულებთ იმ ფუნქციას, რომელიც ისტორიულად ერგო საქართველოს, ეს არის გზაჯვარედინი აღმოსავლეთსა დ ევროპას შორის, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის, და სწორედ ამ ინფრასტრუქტურას, ამ უზარმაზარი კარიბჭის მშენებლობის მომსწრეები ვართ ყველა ერთად”,-აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ. ამერიკულ კომპანია SSA Marine-ს ანაკლიის პორტი 20-წლიანი მართვის უფლებით გადაეცემა. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისთვის შერჩეულ ოპერატორთან, მსხვილ ამერიკულ კომპანია SSA Marine-თან შეთანხმების ხელმოწერის ცერემონია დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
WSJ: აშშ-სა და ისრაელის დაბომბვებმა ირანს ბირთვული ბომბის შექმნის შესაძლებლობა არ წაართვა
ორბანი და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სიიარტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ საზოგადოების თვალთახედვიდან გაუჩინარდნენ
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)