17:21 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-01 14:27:42, 2456 ნახვა

ეკონომიკა
თბილისის მეტროში, ავტობუსებსა და საბაგიროებში მგზავრობის საფასურის ბარათებით გადახდას „საქართველოს ბანკი“ უზრუნველყოფს

საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, თბილისის მერიის მიერ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდის სისტემის მოდერნიზაციისთვის გამოცხადებულ აუქციონში გაიმარჯვა.

შედეგად, მომავალი 10 წლის განმავლობაში თბილისის მეტროში, ავტობუსებსა და საბაგიროებში მგზავრობის საფასურის ბარათებით გადახდას საქართველოს ბანკი უზრუნველყოფს.

 აღსანიშნავია, რომ ერთი წლის ვადაში, მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება  მგზავრობის საფასური ყველა ტიპის ქართული საბანკო და VISA და MasterCard უცხოური ბარათებით გადაიხადოს. ბანკი, ასევე, განახორციელებს ავტობუსების მართვისა და დისპეჩერიზაციის ახალი ტექნოლოგიით აღჭურვას.

ამასთან, საქართველოს ბანკი ინარჩუნებს ექსკლუზიურ უფლებას თბილისის მეტროს სადგურებში განთავსებული ქონდეს ფილიალები, რომელთა რაოდენობა დღეს 23-ია. ფინანსური შეთავაზების მოცულობამ 22,2 მლნ ლარი შეადგინა.

„საქართველოს ბანკი ლიდერია გადახდების მომსახურების სფეროში და მომხმარებელს თავაზობს გადახდის ბევრ საშუალებას, როგორც ქვეყანაში ბანკომატების ყველაზე ფართო  ქსელით, ასევე თვითმომსახურების ტერმინალებით, ინტერნეტბანკით, მობილური ბანკითა და სატელეფონო ცენტრით. ხსენებულ აუქციონში გამარჯვება კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ბანკის უპირატესობას და შესაძლებლობას, მომხმარებელს მიაწოდოს ყველაზე ოპტიმალური, თანამედროვე, მარტივი გადახდის საშუალებები და უზრუნველყოფს  ბანკის წამყვანი პოზიციების შემდგომ გამყარებას სამომხმარებლო ბაზარზე“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ.

მან თბილისის მერიას ნდობისთვის მადლობა გადაუხადა:

„საქართველოს ბანკს აქვს თბილისის მერიასთან თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება. დარწმუნებული ვარ, ჩვენი შემდგომი თანამშრომლობაც ასეთივე ნაყოფიერი და მომხმარებლისთვის კიდევ უფრო მეტი სარგებლის მომტანი იქნება. მინდა მადლობა გადავუხადო თბილისის მერიას გამოცხადებული ნდობისთვის“, - დასძინა კახა კიკნაველიძემ.

 

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics