|
2017-08-01 14:05:02, 2915 ნახვა
პოლიტიკა ეკონომიკა კომენტარი
პრემიერი: ჩვენი მიზანია ამერიკულ ბიზნესინტერესებს საუკეთესო პლატფორმა შევუქმნათ რეგიონში
„ჩვენი მიზანია ამერიკულ ბიზნესინტერესებს შევუქმნათ საუკეთესო პლატფორმა რეგიონში და ნიშანდობლივია ამერიკული კომპანიების დაინტერესება ჩვენთან მიმდინარე რეგიონული მასშტაბის მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში“,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსთან ერთად მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს 25 წლის განმავლობაში ძალიან დიდი ფინანსური დახმარება გაუწია. პრემიერის თქმით, საქართველოს დღეს აქვს ერთ-ერთი საუკეთესო ბიზნეს გარემო, კორუფციისა და ბიუროკრატიის ძალიან დაბალი მაჩვენებლის და ასევე დაბალი გადასახადებით. „ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ძალიან დიდი ფინანსური დახმარება გაუწია საქართველოს მთელი ამ 25 წლის განმავლობაში. ჩვენ დღეს მეტად მოხარული ვართ, რომ მეტად საინტერესო ვხდებით ამერიკული ბიზნესისთვისაც. ჩვენ დღეს გვაქვს ერთ-ერთი საუკეთესო ბიზნეს გარემო, კორუფციისა და ბიუროკრატიის ძალიან დაბალი მაჩვენებლით და დაბალი გადასახადებით, რაც ამერიკული ბიზნესისთვის სარგებლის პოვნის საუკეთესო შესაძლებლობა გახლავთ. ჩვენი მიზანია ამერიკულ ბიზნესინტერესებს შევუქმნათ საუკეთესო პლატფორმა რეგიონში და ნიშანდობლივია ამერიკული კომპანიების დაინტერესება და ჩართულობა ჩვენთან მიმდინარე რეგიონული მასშტაბის მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში. „კონტი ჯგუფის“ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის კონსორციუმში ჩართვასთან ერთად მივესალმებით თანამშრომლობის დოკუმენტის გაფორმებას ანაკლიის პორტის კონსორციუმსა და ამერიკულ მსოფლიოში ერთ-ერთ ლიდერ პორტ ოპერატორ კომპანიას შორის, რომლის მიხედვითაც ეს კომპანია ოპერირებას გაუწევს საკონტეინერო ტერმინალს და ასევე განახორციელებს ინვესტიციას პროექტში, რომელიც გახლავთ დღევანდელობის ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი საქართველოში. აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ამერიკული ბიზნესის მზარდ ინტერესს და ჩვენი ქვეყნის რეგიონულ ჰაბად გარდაქმნის დიდ პოტენციალს. ჩვენ ამერიკელებთან ერთად არაერთი მნიშნელოვანი ენერგეტიკული პროექტი განვახორციელეთ ბოლო 25 წლის განმავლობაში, რომელიც უზრუნველყოფს ევროატლანტიკური ენერგო უსაფრთხოების მდგრადობას და ჩვენ მხად ვართ მუშაობა გავაგრძელოთ ამ მიმართულებით მომავალშიც. ჩვენ ვართ ის პარტნიორი, რომელიც მზად ვართ ამერიკის შეერთებულ შტატებთან მაღლი დონის სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობებისთვის, რომელიც ორმხრივ ეკონომიკურ სარგებელზე იქნება დაფუძნებული“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ავტობანზე ავარიისას 2 ადამიანი დაშავდა
პენიტენციური სამსახური -სინამდვილეს არ შეესაბამება თითქოს გიორგი ფეიქრიშვილი დეესკალაციის ოთახში იმყოფება და ჭრილობებიდან სისხლდენა აღენიშნება
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პროკურატურას მიმართავს გასაჯაროვდეს ასავალ-დასავალის ჟურნალისტის საქმის მტკიცებულებები
პლენუმმა კონსულტაციისთვის პარტიებზე სარჩელის სტრასბურგში გაგზავნაზე უარი თქვა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)