|
2017-08-01 13:33:03, 2295 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
პრემიერი: საქართველო იყო, არის და იქნება ამერიკის გვერდით, როდესაც საქმე მნიშვნელოვან გამოწვევებს ეხება
„უპრეცედენტო იყო პრეზიდენტ ტრამპის, პირადად თქვენი ბატონო ვიცე-პრეზიდენტო და ახალი ადმინისტრაციისა და კონგრესის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსთან ერთად მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატები დიდ როლს თამაშობს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში და მნიშნელოვანია, რომ მაღალი დონის ჩართულობით მოძებნილ იქნას კონკრეტული გადაწყვეტილებები საქართველოს ტერიტორიის დეოკუპაციის და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. „ჩვენ დღეს ვისაუბრეთ იმ დიდ გამოწვევებზე, რომელიც ოკუპაციის შედეგად ჩვენს ქვეყანას აქვს. ამერიკის შეერთებული შტატები დიდ როლს თამაშობს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში და მნიშვნელოვანია, რომ მაღალი დონის ჩართულობით მოძებნილ იქნას კონკრეტული გადაწყვეტილებები საქართველოს ტერიტორიის დეოკუპაციის და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ისევე როგორც კონფლიქტის პოლიტიკური დარეგულირების მიმართულებით. ბოლოს მინდა ერთმნიშვნელოვნად დავადასტურო რომ საქართველო იყო, არის და იქნება ამერიკის შეერთებული შტატების გვერდით, როდესაც საქმე ეხება მსოფლიოში არსებულ ყველა მნიშვნელოვან გამოწვევას თუ საფრთხეს. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ორიენტირებულია როგორც საქართველოს, ისე რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებაზე, მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობაზე. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა ვიზიტის უაღრესად დიდ მნიშვნელობას და მიღწეულ შედეგებს. მეტად ვაფასებთ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში არსებული არაერთი გამოწვევის მიუხედავად პირველი ორმხრივი, ევროპული ტურნეს ფარგლებში ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ეწვია. ასევე მსურს მადლობა გადავუხადო ჩვენს ამერიკელ კოლეგებს საქართველოში სტუმრობისა და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაში მათ მიერ შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით კიდევ უფრო გავაღრმავებთ ჩვენ სტატეგიულ პარტნიორობას, ამავდროულად მოხარული ვართ ვიცე-პრეზიდენტს და მის მეუღლეს, ასევე ჩვენს ამერიკელ სტუმრებს გავაცნოთ ქართული კულტურა და ისტორიული მემკვიდრეობა, რომლითაც ესოდენ ამაყობს ქართველი ერი“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
WSJ: აშშ-სა და ისრაელის დაბომბვებმა ირანს ბირთვული ბომბის შექმნის შესაძლებლობა არ წაართვა
ორბანი და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სიიარტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ საზოგადოების თვალთახედვიდან გაუჩინარდნენ
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)