22:55 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-01 10:03:08, 2717 ნახვა

სამართალი
ე.წ. ციანიდის საქმეზე დღეს ირაკლი ფირცხალავა დაიკითხება

ე.წ. ციანიდის საქმეზე დღეს  საქალაქო სასამართლოში შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი ირაკლი ფირცხალავა დაიკითხება. 

ფირცხალავას მის განცხადებასთან დაკავშირებით დაუსვამენ კითხვებს, რომლის თანახმადაც, ე.წ. ციანიდის საქმის მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძე შსს-ს აგენტი იყო.

 „კიდევ ერთხელ იმ ყველაფრის ხაზგასასმელად, რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ ეს იყო თავიდან ბოლომდე დადგმული სპექტაკლი და ირაკლი მამალაძე შემთხვევით მოწმე არ იყო და ის იყო აგენტ-პროვოკატორი რეალურად“, - აღნიშნა დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ.

პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზეა ჩანიშნული.

შეგახსენებთ, გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული მამა გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობას ამზადებდა ანგარებით, თანამდებობრივი მდგომარეობის და მატერიალური სარგებლის შენარჩუნების მოტივით.

მათივე ცნობით, მიღებული ქიმიური, ტოქსიკოლოგიური და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით დადგინდა, რომ ბრალდებულის ბარგიდან ამოღებული ნივთიერება წარმოადგენს სწრაფი მოქმედების ძლიერ შხამს - ნატრიუმის ციანიდს, რომლის ოდენობა საკმარისი იყო რამდენიმე ადამიანის სიცოცხლის მოსასპობად.

აქედან გამომდინარე, საქმე სასამართლოში წარიმართა სსკ-ის 18, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მომზადება ანგარებით), რაც  სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე  თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გარდა აღნიშნულისა, გიორგი მამალაძეს ბრალი წარდგენილი აქვს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის, საქართველოს სსკ-ის  236-ე მუხლის მე-2 ნაწილით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics