|
2017-07-31 13:59:40, 2494 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს საჰაერო სივრცის დატვირთვა 13.6%-ით გაიზარდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერო ნავიგაციის” ინფორმაციით, 2017 წლის 6 თვის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენების რაოდენობა გასულ წელთან შედარებით 13.6%-ით არის გაზრდილი. "6 თვის განმავლობაში შპს “საქაერო ნავიგაცია” 64 407 ფრენას მოემსახურა, რაც 13.6%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. მათივე ინფორმაციით, გაიზარდა როგორც საქართველოს აეროპორტებში მომფრენი და გამფრენი, ასევე სატრანზიტო რეისების რაოდენობაც. 2017 წლის იანვარ-ივნისის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებში შესრულებულია 16 477 ფრენა, რაც გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 4 420 ფრენით, ანუ 36.7%-ით მეტია. 2017 წლისიანვარ-ივნისის პერიოდში ასევე გაიზარდა ტრანზიტული რეისების რაოდენობაც და 47 930 ფრენა შეადგინა, რომელიც 2016 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 3 309 ფრენით, ანუ 7.4%-ით მეტია. 2017 წლის 6 თვეში საქართველოს საჰაერო სივრცეში ნაფრენი დისტანცია 19 747 666 კმ-ს შეადგენს, რაც 2016 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 664 083 კმ-ით მეტია. საქართველოს აეროპორტებიდან წელს ფრენები 72 მიმართულებით ხორციელდება, რაც გასული წლის მონაცემებთან შედარებით 16-ით მეტია. პირდაპირი რეისით გაფრენა შესაძლებელია 29 ქვეყანაში (გასულ წელს იყო 22). ზაფხულის სეზონზე, კვირის განმავლობაში დამტკიცებულია 450 სიხშირე (2016 წელს ფრენები 365 სიხშირით სრულდებოდა). წლევანდელი ზაფხულის სეზონის განმავლობაში ფრენები 47 ავიაკომპანიის მიერ ხორციელდება. შპს “საქაერო ნავიგაცია” საქართველოს საჰაერო სივრცეში ტრანზიტულ ხომალდებს 19 მარშრუტზე ემსახურება. 2016-2017 წლებში არსებულს დაემატა 6 ახალი საჰაერო მარშრუტი, რის შედეგადაც საქართველო სატრანზიტო კუთხით კიდევ უფრო მიმზიდველი გახდა ავიაკომპანიებისთვის",-ნათქვამია განცხადებაში. (NS)
ლუკაშენკომ ჯარების მზადყოფნის მოულოდნელი შემოწმების შესახებ განაცხადა CIA-ს ხელმძღვანელის პუტინთან ვიზიტის პარალელურად
თავშესაფარი მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „ზაქარას კეთილი მანქანის" მხარდაჭერას აგრძელებს
ყაზახეთის უმსხვილესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხნებმა სანქციების გამო რუსეთისთვის ბენზინის მიწოდებაზე უარი თქვეს
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ „პატრიოტის“რამდენიმე რაკეტა მიიღო
რუსეთმა მოლდოვასთან სასაზღვრო კიდევ ერთ პუნქტი დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)