|
2017-07-31 12:36:27, 2569 ნახვა
ეკონომიკა
ჩინეთის ქალაქებში ქართული ღვინო წარადგინეს
ქართული ღვინის სემინარი-დეგუსტაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 4 ქალაქში გაიმართა - გვანჯოუ (Guangzhou), ჩჟუნშანი (Zhongshan), შენჩჟენი (Shenzhen) და ფოშანი (Foshan). ღონისძიებებს ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი, საერთაშორისო მარკეტინგული კომპანია „Meiburg Wine Media"-ს ხელმძღვანელი, ღვინის მაგისტრი დებრა მეიბურგი უძღვებოდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ჩინეთის სამხრეთში მდებარე პროვინცია გუანდუნის ზემოთ აღნიშნულ ქალაქებში ღვინის პროფესიონალებსა და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს 40-მდე დასახელების ქართული პრემიალური ღვინის დაგემოვნების შესაძლებლობა მიეცათ. ჩინეთის აღნიშნულ ნაწილში ქართული ღვინის ასე მასშტაბური წარდგენა პირველად მოეწყო და ღვინის ეროვნული სააგენტო ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდის მიზნით, ამ მიმართულებით მუშაობას მომავალშიც გეგმავს. დეგუსტაციებს სახელწოდებით „ქართული ღვინის გუანდუნის ტური", ღვინის პროფესიონალებთან ერთად, ადგილობრივი დისტრიბუტორები და იმპორტიორებიც დაესწრნენ. წარმოდგენილმა ღვინოებმა სტუმრების დიდი მოწონება დაიმსახურა, რაც ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის ზრდისკენ გადადგმულ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს. როგორც ცნობილი ღვინის მაგისტრი დებრა მეიბურგი აღნიშნავს, საქართველო ჩინელ მომხმარებელს ქართული ღვინის დიდ მრავალფეროვნებას სთავაზობს და სხვადასხვა გემოვნების მქონე ჩინელ მომხმარებელს შესაძლებლობა ეძლევა ამ ნაირსახეობებიდან მისთვის სასურველი ღვინო შეარჩიოს. ჩინეთი რჩება ქართული ღვინის სტრატეგიულ საექსპორტო ბაზრად. 2017 წლის 6 თვის მონაცემებით, ექსპორტირებულია 3,84 მლნ ბოთლი, რაც 104%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში ჩინეთი მეორე ადგილს იკავებს.
(NS)
ლუკაშენკომ ჯარების მზადყოფნის მოულოდნელი შემოწმების შესახებ განაცხადა CIA-ს ხელმძღვანელის პუტინთან ვიზიტის პარალელურად
თავშესაფარი მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „ზაქარას კეთილი მანქანის" მხარდაჭერას აგრძელებს
ყაზახეთის უმსხვილესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხნებმა სანქციების გამო რუსეთისთვის ბენზინის მიწოდებაზე უარი თქვეს
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ „პატრიოტის“რამდენიმე რაკეტა მიიღო
რუსეთმა მოლდოვასთან სასაზღვრო კიდევ ერთ პუნქტი დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)