18:11 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-31 12:17:21, 2358 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
დავით ბაქრაძე: ოკუპაცია იქნება ის უმთავრესი საკითხი, რომელსაც ქართული მხარე მაიკ პენსთან შეხვედრაზე დააყენებს

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის დავით ბაქრაძის შეფასებით, აშშ -ის  ვიცე პრეზიდენტის  საქართველოში ვიზიტი ორი ქვეყნის ურთიერთობებში განსაკუთრებული გზავნილია.

ელჩის განცხადებით, 6 თვის განმავლობაში მესამე შეხვედრა იქნება პრემიერსა და  ვიცე პრეზიდენტს შორის, რაც ამერიკა საქართველოს მაღალ დინამიკაზე მეტყველებს.

„აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის ვიზიტი, რომელიც ხორციელდება ახალი ადმინისტრაციის საქმიანობის დაწყებიდან უკვე 6 თვის განმავლობაში, არის განსაკუთრებული გზავნილი ამ ორმხრივი ურთიერთობის. ის რომ საქართველოს პრემიერსა და აშშ-ის ვიცე პრეზიდენტს შორის ამ 6 თვეში მესამე შეხვედრა იქნება, კიდევ ერთხელ მეტყველებს იმ მაღალ დინამიკაზე, რომელიც ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობებში გვაქვს. თავისთავად ის კონტექსტი, რომლითაც პენსი მოემგზავრება, ვგულისხმობ ესტონეთსა და მონტენეგროსთან ერთად საქართველოში ვიზიტს, მიუთითებს, რომ საქართველოს, როგორც ევროატლანტიკურ სივრცეში პარტნიორს და ძალიან ერთგულ მეგობარს, აშშ აფასებს",- განაცხადა ბაქრაძემ.

ამასთან ელჩმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, ოკუპაცია და მცოცავი ანექსია არის უმთავრესი საკითხი, რომელსაც ქართული მხარე აყენებს აშშ- ის წარმომადგენლებთან ორმხრივი ურთიერთობის დროს.

"ეს არის უმთავრესი საკითხი, რომელსაც ქართული მხარე აყენებს ორმხრივი ურთიერთობების დროს. რა საკვირველია მიმდინარე ოკუპაცია, მცოცავი ანექსია იქნება ის უმთავრესი საკითხი, რომელსაც ჩვენ ამ შეხვედრის დროს დავაყენებთ",- დასძინა დავით ბაქრაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics