|
2017-07-31 11:53:47, 2474 ნახვა
სამართალი
დიდ დიღომში მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორი პირი დააკავეს
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, სამი წევრისგან შემდგარი ჯგუფი ამხილეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ აღნიშნული პირები, გაყალბებული, ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობის გამოყენებით, თაღლითურად დაეუფლნენ ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილ ქალაქ თბილისში, დიდ დიღომში მდებარე 3 263 კვ.მ. მიწის ნაკვეთს. ბრალდებულებმა, ნაკვეთი თავის სახელზე დაარეგისტრირეს და მისი ერთი ნაწილის - 1 263 კვ.მ - ის რეალიზაცია მოახდინეს. საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დამნაშავე პირები იმ მომენტში ამხილეს, როდესაც ისინი მოტყუებით დაუფლებული მიწის ნაკვეთის მეორე ნაწილის - 2 000 კვ.მ-ის რეალიზაციას ახდენდნენ. გამოძიების ამ ეტაპზე დაკავებულია ორი პირი, ხოლო ერთი - მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში დაუსწრებლად. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით“, - ნათქვამია საგამოძიებო უწყების განცხადებაში.
(NS)
სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ ისტორიული მარცხი განიცადა, ვუჩიჩმა სტუდენტებთან დამარცხება აღიარა
საქართველო ივანიშვილის გარეშე დიდი საპროტესტო აქცია თბილისში - ვიდეო
პრაღაში ათიათასობით ადამიანი საზოგადოებრივი მაუწყებლობის რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)