|
2017-07-25 17:10:24, 2285 ნახვა
სამართალი
პროკურორი: შორენა თეთრუაშვილს ადარებდნენ კიბოს მეტასტაზს, რომელიც მოსაშორებელი იყო
ე.წ. ციანიდის საქმეზე პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი დისტანციური გზით დაიკითხა. პროკურორ ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, მიუხედევად იმისა, რომ ოხანაშვილი მამა გიორგი მამალაძის უახლოესი მეგობარი და მისი თანამოაზრეა, მან ვერ დამალა სიძულვილი და მტრული განწყობა შორენა თეთრუაშვილის მიმართ. მისივე თქმით, ოხანაშვილმა მისდა უნებურად დაადასტურა, რომ ბრალდებული ყველანაირი გზით ცდილობდა, შორენა თეთრუაშვილის საპატრიარქოდან ჩამოშორებას. „ოხანაშვილი შეეცადა რაღაც გარემოებები შეენიღბა, რომ თითქოს ბრალდებულს არ ჰქონდა ცუდი დამოკიდებულება შორენა თეთრუაშვილთან, თუმცა მან ვერ უარყო ის ფაქტი, რომ სიძულვილით და მტრულად განწყობილი იყვნენ შორენა თეთრუაშვილის მიმართ. უფრო მეტიც იმართებოდა შეხვედრები სადაც, კონსპირაციულად სოსო ოხანაშვილი, ბრალდებული გიორგი მამალაძე და ტარას შავშიშვილი განიხილავდნენ თეთრუაშვილის ჩამოშორების საკითხს. ამას ადარებდნენ კიბოს მეტასტაზს, რომელიც იყო მოსაშორებელი. ამ ეპითეტს ხმარობდნენ თეთრუაშვილის მიმართ, ყველანაირი გზით ცდილობდნენ მის საპატრიარქოდან ჩამოშორებას. თუმცა როგორც სასამართლო განხილვებით დადასტურდა როცა მიზანს ვერ მიაღწია ბრალდებულმა აირჩია ყველაზე რადიკალური მეთოდი და დაიწყო მზადება თეთრუაშვილის მკვლელობისთვის. სწორედ ამ მიზნით შეიძინა ციანიდი და დანაშაულებრივი განზრახვით სისრულეში მოყვანა გადაწყვიტა გერმანიაში. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ოხანაშვილის დაკითხვით დადასტურდა, რომ ვერანაირად ვერ შეძლეს საპატრიარქოდან შორენა თეთრუაშვილის ჩამოშორება, მისი გაძევება არაერთი მცდელობის მიუხედავად და როდესაც ყველა გზა სინჯეს, ამის შემდეგ ბრალდებულმა მისი მკვლელობა გადაწყვიტა. სოსო ოხანაშვილმა მისდა უნებურად დაადასტურა, რომ ბრალდებული ყველანაირი გზით ცდილობდა თეთრუაშვილის ჩამოშორებას, მაგალითად, ოხანაშვილმა თქვა, რომ არაერთხელ იყო პატრიარქთან თხოვნით, რომ როგორმე იქნებ გაეთავისუფლებინათ თეთრუაშვილი თანამდებობიდან“,-განაცხადა პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა.
სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ ისტორიული მარცხი განიცადა, ვუჩიჩმა სტუდენტებთან დამარცხება აღიარა
საქართველო ივანიშვილის გარეშე დიდი საპროტესტო აქცია თბილისში - ვიდეო
პრაღაში ათიათასობით ადამიანი საზოგადოებრივი მაუწყებლობის რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)