01:53 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-24 10:01:31, 2372 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი დღეს ისრაელს ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 24-25 ივლისს, ოფიციალური ვიზიტით ისრაელს ეწვევა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურს ინფორმაციით, ოფიციალურ ვიზიტს საქართველოს მთავრობის მეთაური ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან პირისპირ შეხვედრით დაიწყებს, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.

დაგეგმილია გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრა ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტ რუვენ რივლინსა და ქნესეთის თავმჯდომარე იული ედელშტეინთან, ასევე - ქნესეთის ოპოზიციის ლიდერთან ისააკ ჰერცოგთან.

პრემიერი აგრეთვე შეხვედრებს გამართავს პალესტინისა და წმინდა ქალაქ იერუსალიმის პატრიარქთან თეოფილოს III-თან და ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი პატივს მიაგებს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას, ასევე - ეწვევა იერუსალიმის ჯვრის მონასტერს.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში თედო ჯაფარიძე იმყოფებიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
ჰერჩინსკი - საქართველო ევროკავშირის კანდიდატად მხოლოდ სახელით რჩება
კალასი - იანვარში საქართველოს შესახებ სიღრმისეულად ვიმსჯელებთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics