01:04 - 26 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-23 11:04:39, 2795 ნახვა

სამართალი
შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული მ.მ. ნარკოდანაშაულისთვის ბათუმში დააკავეს.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 40 ნატეხი და ამავე ნარკოტიკული საშუალების ფხვიერი მასა ამოიღეს, საერთო წონით - 17,69 გრამი.

მათივე ცნობით, ნარკოლოგიური შემოწმებით, მ.მ.-ს ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ განმეორებით მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 273-ე მუხლით).

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველო ივანიშვილის გარეშე დიდი საპროტესტო აქცია თბილისში - ვიდეო
პრაღაში ათიათასობით ადამიანი საზოგადოებრივი მაუწყებლობის რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
FT-ის გამოკითხვა: ამერიკელების თითქმის 70% შეშფოთებულია ტრამპის ადმინისტრაციაში კორუფციით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics