18:38 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-23 13:04:41, 311 ნახვა

პოლიტიკა
მარგველაშვილი: ეკონომიკური ურთიერთობების სხვადასხვა მიმართულებით განვითარებამ, საქართველო-ბელარუსის კავშირი არ უნდა შეზღუდოს

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობა ღრმავდება ევროკავშირთან, ხოლო ბელარუსის ეკონომიკური ურთიერთობების კავშირები ღრმავდება საბაჟო კავშირის მიმართულებით, ღრმად გვწამს, რომ ამ განვითარებამ ჩვენი ურთიერთობები არ უნდა შეზღუდოს", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ალექსანდრე ლუკაშენკოსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

„მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა ვუმასპინძლო ბელარუსის პრეზიდენტს ბატონ ალექსანდრე ლუკაშენკოს. ჩვენ გვქონდა შეხვედრა, სადაც დეტალურად გავიარეთ ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების გარღმავებისა და ჩვენი ურთიერთობების გაფართოების საკითხები. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არის ბელარუსის პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში, რაც ბუნებრივია მნიშვნელოვან საფუძველს დაუდებს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას და ჩვენ თანამშრომლობის გაფართოებას”, - განაცხადა გიორგი მაგველაშვილმა. 

საქართველოს პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა გუშინ გამართული საქართველო-ბელორუსის ერთობლივი ბიზნესფორუმის მნიშვნელობასაც. 

„ეს ფორუმი ჩვენი ქვეყნების ეკონომიკას, ბიზნესსექტორს მისცემს ახალ იმპულსს, ახალ შესაძლებლობებს და მოგვცემს შესაძლებლობას ჩვენი უერთიერთობები გავაღრმაოთ და გავაფართოვოთ ეკონომიკური თანამშრომლობის მთელ რიგ საკითხებში. სულისკვეთება, რომელიც თან ახლდა ჩვენს შეხვედრებს ამ მიმართულებით იყო ხაზგასასმელი, რადგან მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობა ღრმავდება ევროკავშირთანმ ხოლო ბელარუსის ეკონომიკური ურთიერთობების კავშირებით ღრმავდება საბაჟო კავშირის მიმართულებით. ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ამ განვითარებამ კი არ უნდა შეზღუდოს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები, არამედ პირიქით, ახალი პოტენციალი უნდა მისცეს, როგორც საქართველოს, ასევე ბელარუსის ეკონომიკას“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics