|
2017-07-21 19:51:36, 2517 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ციხელაშვილი: ეს არის ოკუპაციის გაგრძელება, რომელიც მიმართულია ადამიანების წინააღმდეგ
„ეს არის ოკუპაციის გაგრძელება, რომელიც მიმართულია ადამიანების წინააღმდეგ, რამდენადაც გარდა უსაფრთხოებისა, ქმნის სერიოზულ ჰუმანიტარულ გამოწვევებს“, - ასე გამოეხმაურა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ოკუპანტების მიერ მორიგი ხნულის გავლებას. მინისტრის თქმით, ყოველ ჯერზე საფრთხის ქვეშ დგება ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან საკუთარ მიწებზე წვდომის საკითხი, რაც მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. „ის რაც ხდება საოკუპაციო ხაზზე, ფორთიფიკაცია უკანონო ბარიკადებით, ის პროცესია, რომელიც გრძელდება 2008 წლიდან მოყოლებული. ეს არის ოკუპაციის გაგრძელება, ეს არის ზომა, რომელიც მიმართულია ადამიანების წინააღმდეგ რამდენადაც გარდა უსაფრთხოებისა ქმნის სერიოზულ ჰუმანიტარულ გამოწვევებს. ყოველ ჯერზე საფრთხის ქვეშ დგება ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან საკუთარ მიწებზე წვდომის საკითხი, რაც რა თქმა უნდა მათთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ბოლო პერიოდში ამ პროცესმა მიიღო უკანონო ბანერების აღმართვისა და ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ზოლებისა და ხნულების გავლების ფორმა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. ამასთან დაკავშირებით უკვე ამოქმედებული გახლავთ ცხელი ხაზი რამდენადაც ნებისმიერი ასეთი ეპიზოდი, რა მასშტაბისაც არ უნდა იყოს, არის დარღვევა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის. ეს არის უკანონო აქტი, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალს და ძალიან მძიმე გამოწვევას ქმნის ადგილობრივი მოსახლეობისთვის“,-განაცხადა ციხელაშვილმა. მან მოქმედების სტრატეგიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან მიმდინარე პროცესი მიზანმიმართულ პოლიტიკას ემსახურება. „რა არის ჩვენი მოქმედების სტრატეგია? პირველ რიგში ჩვენ კარგად უნდა გავაანალიზოთ რას ემსახურება მთლიანად ეს პროცესი. ეს არის ძალიან მიზან მიმართული პოლიტიკა, ოკუპაციის გაგრძელება, იმგვარად, რომ რეგულარული პროვოკაციებით მაქსიმალურად მოხდეს საზოგადოებაში დაძაბული ფონის, პროვოკაციებზე წამოგების მცდელობა, რაც კიდევ ერთხელ ვაცხადებ რომ არ მოხდება ჩვენი მხრიდან. იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს არჩეული ძალიან მყარი, თანმიმდევრული, რაციონალურიო კურსი, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარებას და კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას უკავშირდება. ამიტომ, ჩვენთვის მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, მაგრამ სტაბილურობაში ჩვენი ინტერესი არ ნიშნავს არსებული სიტუაციის სტაბილიზაციაში დაინტერესებას. დღეს არსებული სიტუაცია არის მიუღებელი, ქმნის ადამიანების ცხოვრებაში გამოწვევებს და აუცილებელია ნაბიჯების გადადგმა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისკენ“, - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა. მისივე თქმით, მიმდინარე პროცესების შესახებ პარტნიორები და საერთაშორისო საზოგადოება ინფორმირებული არიან. „ჩვენი ძალისხმევა რა თქმა უნდა არის სრულად მობილიზებული. ამ პროცესის შესახებ სრულად არის ინფორმირებული ჩვენი პარტნიორები, საერთაშორისო საზოგადოება და მათი პოზიცია თქვენთვის ცნობილია. გარდა ამისა, ჩვენ გავაგრძელებთ ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებას. ნებისმიერი ინცინდენტი ჩვენთვის არის თანაბრად მნიშვნელოვანი, ყველაფერი რაც ხდება საქართველო-რუსეთის საზღვარს მიღმა და საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში, რომელ მონაკვეთშიც არ უნდა იყოს, ეს არის აბსოლუტურად უკანონო. ჩვენი რეაქცია არის აბსოლუტურად მკაფიო, მძაფრი და ასეთივე გახლავთ რეაქცია ჩვენი პარტნიორებისა საერთაშორისო თანამეგობრობიდან“,-აღნიშნა მინისტრმა. შეგახსენებთ, ოკუპანტებმა სოფელ ყარაფილასთან ხნული გაავლეს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)