16:22 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-21 19:26:47, 2601 ნახვა

ეკონომიკა
ჩინეთის ხუნანის პროვინციის დელეგაციას ეკონომიკის სამინისტროში უმასპინძლეს

საქართველოში საქმიანი ვიზიტით მყოფ ჩინეთის ხუნანის პროვინციის დელეგაციის  წევრებს  დღეს  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  სამინისტროში უმასპინძლეს. 

სამინისტროს ინფორმაციით, დელაგაციას ხუნანის პროვინციის კომერციის დეპარტამენტის ვიცე გენერალური დირექტორი ჭაო იუე ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიან პროვინციის  საქმიანი  წრეების   წარმომადგენლები.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  მინისტრის მოადგილეებმა ნინო ჯავახაძემ და გიორგი ჩერქეზიშვილმა სამინისტროში  გამართულ შეხვედრაზე  ხუნანის პროვინციის დელეგაციის წევრებს  საქართველოში  არსებული  ეკონომიკური მდგომარეობა გააცნეს. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალსა და ბიზნესგარემოზე ისაუბრეს, ასევე  იმ  წინადადებებზე, რომელთაც სამინისტრო  კერძო  სექტორს  ბიზნესის  მხარდაჭერისა და წახალისების მიზნით  სთავაზობს.

აღინიშნა, რომ ჩინეთი  საქართველოს  მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია. საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, ვისთანაც ჩინეთს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს გაფორმებული.  აღნიშნული  შეთანხმება საქართველოში წარმოებულ პროდუქციას საშუალებას აძლევს, დამატებითი საბაჟო გადასახადის გარეშე  შევიდეს მსოფლიოს უმსხვილეს ბაზარზე, რომელიც  1,4 მილიარდზე მეტ მომხმარებელს მოიცავს.

სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის  პერსპექტივები განიხილეს,  მათ  შორის  ახლო  მომავალში  დაგეგმილი  აბრეშუმის ფორუმის  ფარგლებში.  ჩინეთის  დელეგაციის  წევრებმა  აღნიშნეს,  რომ თავისუფალი ვაჭრობის  შეთანხმების  გაფორმების  შედეგად ორ  ქვეყანას  შორის  მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება    სავაჭრო-ეკონომიკური  კავშირები, რაც  საექსპორტო შესაძლებლობების განვითარების და გაზრდის  წინაპირობაა.

ეკონომიკისა  და  მდგრადი განვითარების  სამინისტროში  შეხვედრამდე  ჩინეთის ხუნანის  პროვინციის  დელეგაცია  საპარტნიორო  ფონდს  სტუმრობდა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics