|
2017-07-21 17:52:28, 2382 ნახვა
ეკონომიკა
აგვისტოდან ქუთაისის აეროპორტში ტერმინალის გაფართოების პროექტი იწყება
„აგვისტოში ქუთაისის ახალი ტერმინალის მშენებლობასთან დაკავშირებით, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი იწყება“,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა. როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია და ერთდროულად 6 რეისს მოემსახურება. „ქუთაისის აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობასთან დაკავშირებით, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი იწყება აგვისტოში. ტერმინალის გაფართოების პროექტი, ქუთაისის აეროპორტს მისცემს საშუალებას, ერთდროულად 6 რეისს მოემსახუროს. ეს პროექტი რკინიგზის ახალ პროექტთან კომბინაციაშია, რომელიც ითვალისწინებს სარკინიგზო ბაქნის მშენებლობას აეროპორტის ჭიშკრის წინ, ვფიქრობთ, რომ ქუთაისის აეროპორტს მისცემს საშუალებას, უფრო მეტ მგზავრს მოემსახუროს. 92%-ით არის გაზრდილი მგზავრთა ნაკადი წლის დასაწყისიდან და ეს რა თქმა უნდა ერთი მხრივ არის ვიზალიბერალიზაციის შედეგი, ხოლო მეორე მხრივ ტურიზმის მიმართულებით ძალისხმევის მნიშვნელოვანი შედეგი”,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)