15:19 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-21 15:59:59, 2418 ნახვა

პოლიტიკა
NDI: მოსახლეობა იმედგაცრუებულია, ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე მათი მოლოდინები ვერ გამართლდა

"მოსახლეობა იმედგაცრუებულია, რომ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით მათი მოლოდინები ვერ გამართლდა“, - ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წინასაარჩევნო დელეგაციის ანგარიშშია აღნიშნული.

დელეგაციის შეფასებით, მომავალ არჩევნებს ეროვნულ დონეზე პოლიტიკური მნიშვნელობაც აქვს.

„თბილისის მერის არჩევნები მხოლოდ ადგილობრივი ხელისუფლებისთვის არაა მნიშვნელოვანი. დედაქალაქის მერი ქართული პოლიტიკის მნიშვნელოვანი ფიგურაა და მმართველ ძალას, ოპოზიციას და დამოუკიდებელ კანდიდატებს შორის გამართული არჩევნების შედეგებმა შესაძლოა, ძალთა ბალანსზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს. საქართველოს მასშტაბით, მომავალი არჩევნები იქნება ქვეყნის პოლიტიკური ძალების გამოცდა; ოპოზიციურ პარტიებს საშუალება ეძლევათ პოლიტიკური რელევანტურობა წარმოაჩინონ. არჩევნების შედეგები ასევე განსაზღვრავს, მოხდება თუ არა ქართული ოცნების მიერ პოლიტიკური ძალაუფლების კიდევ უფრო მეტად კონსოლიდაცია“, - ნათქვამია ანგარიშში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანტისემიტური და ნაცისტური განცხადებების მიუხედავად, Kanye West საქართველოში ჩამოდის - მსოფლიოში კი მისი კონცერტები უქმდება
შსს: საბაჟოზე 103 კგ-მდე მეტამფეტამინი ამოიღეს, ღირებულება შავ ბაზარზე ₾30 მლნ-მდეა
რუსეთში ტურისტული სააგენტოების მასობრივი დახურვა დაიწყო
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics