16:21 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-21 15:53:38, 2210 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი გახარიამ ეკონომიკური დიპლომატიის კონფერენციაში მონაწილოება მიიღო

„ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენი ქვეყნის პოზიციონირება, ის დამატებითი რესურსი და ენერგია, რომელიც თქვენ შეგიძლიათ შესძინოთ ეკონომიკურ ცხოვრებას და ეკონომიკურ ზრდას, არის ძალიან მნიშვნელოვანი“ - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ „ამბასადორიალი 2017“-ის ფარგლებში ეკონომიკური დიპლომატიის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

ეკონომიკის მინისტრმა ღონისძიების ორგანიზებისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ კონფერენციის ჩატარება „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გახსნილ „ჯეო კეპის“  საწარმოში განსაკუთრებით სიმბოლური და მნიშვნელოვანია. 

„ჩვენ რეგიონში ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც აქვს აბსოლუტურად ღია ეკონომიკა. ეს არის ჩვენი პოლიტიკა, ჩვენ ვართ გლობალური ეკონომიკის ნაწილი და რა რისკებსაც და შესაძლებლობებსაც აგენერერირებს გლობალური ეკონომიკა, ჩვენც იმ გარემოში ვცხოვრობთ.    ეკონომიკური ზრდის სტრუქტურა არის ჩვენი გამოწვევა და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლების ჩართულობა ეკონომიკური ზრდის სხვადასხვა მიმართულებებში, კიდევ ერთხელ ვამბობ, არის ძალიან მნიშვნელოვანი“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ეკონომიკის მინისტრმა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განსაკუთრებული აქცენტი  პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და ექსპორტის ზრდის შესაძლებლობებზე გააკეთა, განსაკუთრებით თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების ფარგლებში. 

გიორგი გახარიამ  ღონისძიების მონაწილეებს   საქართველოს პრემიერ მინისტრის მიერ ინიცირებული „ექსპორტის სამკუთხედის“ მუშაობის პრინციპი გააცნო. 

მინისტრის თქმით, „ექსპორტის სამკუთხედის“ ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  სამინისტრო უზრუნველყოფს ექსპორტიორების ხელშეწყობას ანალიტიკური ინფორმაციით და ტექნიკური მხარდაჭერით,  საგარეო საქმეთა სამინისტროს როლი იქნება  საელჩოების მეშვეობით მაქსიმალური ინფორმაციის მოძიება კონკრეტულ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე და პოლიტიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა. 

  რაც შეეხება სამკუთხედის მესამე რგოლს, მინისტრის თქმით,  ექსპორტის საკრედიტო სააგენტოს, ის ამჟამად ჩამოყალიბების პროცესშია და ამოქმედების შემდეგ  უზრუნველყოფს ექსპორტიორების წვდომას ფინანსურ რესურსებზე. 

ეკონომიკის მინისტრმა  გახარიამ კონფერენციაზე ასევე ხაზი გაუსვა იმ პროექტებს, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნის მიმართულებით ახორციელებს, რათა საქართველოს ეკონომიკა გამოწვევების ეკონომიკიდან შესაძლებლობების ეკონომიკად გარდაიქმნას. 
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრების ფარგლებში ეკონომიკური დიპლომატიის თემაზე  კონფერენცია წელს პირველად  ჩატარდა. 
ღონისძიებას  ეკონომიკური პროფილის მინისტრებთან ერთად საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და  ბიზნესწრეების წარმომადგენლები, ასევე საზღვარგარეთ საქართველოს საპატიო კონსულები ესწრებოდნენ.

(NS) 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics