|
2017-07-21 15:40:28, 2079 ნახვა
პოლიტიკა
NDI-ს დელეგაცია: გამოიკვეთა ორი პარალელური საქართველო - ერთი „ქართული ოცნების“, მეორე კი, ყველა სხვა მხარის მიერ დანახული
„საქართველო ემზადება ადგილობრივი არჩევნებისთვის და, ამავე დროს, ახორციელებს წინააღმდეგობრივ საკონსტიტუციო, საარჩევნო და ადგილობრივ რეფორმებს. ამ პროცესში ორი პარალელური საქართველო გამოიკვეთა“, - ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წინასაარჩევნო დელეგაციის ანგარიშშია აღნიშნული. დელეგაციის შეფასებით, ერთი საქართველო დანახულია მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ მიერ, ხოლო მეორე, პროცესში ჩართული თითქმის ყველა მხარის მიერ. „ერთი, რომელიც დანახულია მმართველი პარტიის ქართული ოცნების მიერ და ხასიათდება მცირე დემოკრატიული გამოწვევებით: პოლიტიკური ზეწოლისგან თავისუფალი მედია გარემო; საარჩევნო და პოლიტიკური საქმეების დროული და მიუკერძოებელი გადაწყვეტა; ჯანსაღი და პლურალისტური პოლიტიკური კონკურენცია; და რეფორმები, რომლის მიზანი ქართული ოცნებისთვის პოლიტიკური სარგებლის მოტანა არ არის. მეორე რეალობა, რომელიც გაზიარებულია პროცესში ჩართული თითქმის ყველა სხვა მხარის მიერ, რომელსაც დელეგაცია შეხვდა, ამ ხედვისგან მკვეთრად განსხვავებულია და გამოირჩევა: კანონის არათანაბარი გამოყენებით; დაუბალანსებელი საარჩევნო გარემოთი; მმართველი პარტიის ინტერესებზე მორგებული რეფორმებით; ალტერნატიული მოსაზრებებისთვის სულ უფრო კლებადი მედია სივრცით; არაფორმალური მმართველობით; და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებით. პოლიტიკური გარემოს განსხვავებული შეფასებები და მმართველი პარტიის თვითიზოლაცია უფრო მეტ შინაარსობრივ და ინკლუზიურ კონსულტაციებსა და განხილვებს მოითხოვს. ამის უგულებელყოფამ შესაძლოა, ქვეყნის დემოკრატიულ მიღწევებს ჩრდილი მიაყენოს და არასტაბილურობა გამოიწვიოს. ასევე საარჩევნო პროცესის სანდოობის მიმართ მათი მოლოდინი მაღალია. ამ ამბიციებისა და ფართო დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერის გათვალისწინებით, დელეგაციამ საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით რამდენიმე ძირითადი გამოწვევა და შესაძლებლობა გამოკვეთა. საარჩევნო ადმინისტრაცია თითქმის ყველა მხარის ნდობით სარგებლობს, თუმცა რჩება სფეროები, რომელიც გაუმჯობესებას საჭიროებს. არჩევნების დღესთან ძალიან ახლოს სამი წინააღმდეგობრივი რეფორმის პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც გამჭვირვალობა და ჩართულობა აკლია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, რომელიც საქართველოსთვის ძირეული და დიდი ხნის პრობლემაა, ფართომასშტაბიანი შეშფოთების საგნად რჩება; მედიის გამოწვევაა, საზოგადოებას მიაწოდოს სანდო ინფორმაცია მათი საარჩევნო ალტერნატივების შესახებ იმ პირობებში, როცა - ერთი შეხედვით - პლურალისტური პოლიტიკური დისკუსიებისთვის სივრცე სულ უფრო ვიწროვდება; სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია საარჩევნო გარემოში მტრულ დამოკიდებულებებს იწვევს“, - ნათქვამია NDI-ს წინასაარჩევნო დელეგაციის ანგარიშში.
ანტისემიტური და ნაცისტური განცხადებების მიუხედავად, Kanye West საქართველოში ჩამოდის - მსოფლიოში კი მისი კონცერტები უქმდება
შსს: საბაჟოზე 103 კგ-მდე მეტამფეტამინი ამოიღეს, ღირებულება შავ ბაზარზე ₾30 მლნ-მდეა
რუსეთში ტურისტული სააგენტოების მასობრივი დახურვა დაიწყო
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)