16:42 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-21 13:14:32, 1959 ნახვა

საზოგადოება
ახალშობილთა სმენის სკრინინგის პროგრამა ფართოვდება

ახალშობილთა სმენის სკრინინგის პროგრამა ფართოვდება. 10 ახალი მოწყობილობა შესაბამისი კრიტერიუმებით შერჩეულ სამედიცინო დაწესებულებებში განაწილდება.

აღნიშნულის შესახებ მემორანდუმი დღეს გაფორმდა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს სმენის სკრინინგის 5 აპარატი საქველმოქმედო ფონდმა „აი-იამ“, 5 კი -  ჰუმანიტარულმა ორგანიზაცია „National Center for Hearing Assessment and Management“-მა გადასცა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამედიცინო ინვენტარის საშუალებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სმენის სკრინინგის დაფარვა 65%-მდე გაიზრდება. პროგრამის ფარგლებში, ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკა სპეციალისტებისთვის ტრენინგების ჩატარებას და სმენადაქვეითებულთათვის შემდგომი რეაბილიტაციის პროცესის ხელშეწყობას უზრუნველყოფს.

„ამ დრომდე სმენის სკრინინგის აპარატი მთელი ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 4 კლინიკას ჰქონდა. ის აშშ-ის ჰუმანიტარულმა ორგანიზაცია „National Center for Hearing Assessment and Management“-მა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს 2016 წელს გადასცა. მოწყობილობები შიდა ქართლის, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონების სამეანო საქმიანობის განმახორციელებელ სამედიცინო დაწესებულებებში განაწილდა. ახალშობილთა სმენის სკრინინგის პროექტის გაფართოების შედეგად, აპარატურით უკვე 14 სხვადასხვა კლინიკა იქნება აღჭურვილი. მოწყობილობების საშუალებით, ახალშობილთა სმენის სკრინინგის ჩატარება სამედიცინო დაწესებულებაშივე იქნება შესაძლებელი. 2018 წლის ბოლოსთვის, სმენის სკრინინგის მოცვა 100%-იან ნიშნულს მიაღწევს. ამ ცვლილებით, საქართველო მსოფლიოს იმ 15 განვითარებულ ქვეყანას შეუერთდება, სადაც ახალშობილთა სმენის უნივერსალური სკრინინგი ხორციელდება“, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

მათივე ცნობით, სმენის დარღვევების დროული დიაგნოსტირება ხელს დროულ მკურნალობას უწყობს, რაც საზოგადოებაში სმენადაქვეითებული ბავშვების სრულ ინტეგრაციას ისახავს მიზნად.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი უძილაურს ბრალდება წარედგინა, მას 12-წლამდე პატიმრობა ემუქრება
გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობისთვის უვადო პატიმრობა მიესაჯათ
ანტისემიტური და ნაცისტური განცხადებების მიუხედავად, Kanye West საქართველოში ჩამოდის - მსოფლიოში კი მისი კონცერტები უქმდება
შსს: საბაჟოზე 103 კგ-მდე მეტამფეტამინი ამოიღეს, ღირებულება შავ ბაზარზე ₾30 მლნ-მდეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics