|
2026-11-03 20:50:17, 409 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე- საზოგადოებამ იცის, რა წერია გამჭვირვალობის შესახებ კანონში, ქართველმა ხალხმა ნახა, რომ არაფერი რუსული ამ კანონში არ არის
საზოგადოებამ იცის, რა წერია გამჭვირვალობის შესახებ კანონში, ქართველმა ხალხმა ნახა, რომ არაფერი რუსული ამ კანონში არ არის და პირიქით, ეს არის კანონი, რომელიც მტკიცედ იცავს ჩვენს სუვერენიტეტს და საქართველოს ეროვნულ ინტერესებს , - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბრიუსელში განუცხადა. მისი თქმით, „ევრონიუსის" ჟურნალისტი სათანადოდ ინფორმირებული არ იყო აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით და იგივე ხდება ევროპული ბიუროკრატიის მხრიდანაც. „სამწუხაროდ, არ იყო ჟურნალისტი სათანადოდ ინფორმირებული და იგივეს ვხედავთ ხოლმე ჩვენ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდანაც. ეს შეიძლება იყოს იმის შედეგი, რომ სათანადო ცოდნა, ინფორმაცია არ აქვთ, შესაძლოა, შეგნებულად აკეთებდნენ ამ ყველაფერს. მთავარია, საზოგადოებამ იცის, რა წერია გამჭვირვალობის შესახებ კანონში. გარკვეულ ეტაპზე ამ სამარცხვინო კამპანიამ თავის შედეგს მიაღწია, საზოგადოების გარკვეულ ნაწილზე მოახდინა ზემოქმედება, თუმცა, ქართველმა ხალხმა ყველაფერი გაიგო და ნახა, რომ არაფერი რუსული ამ კანონში არ არის და პირიქით, ეს არის კანონი, რომელიც მტკიცედ იცავს ჩვენს სუვერენიტეტს და საქართველოს ეროვნულ ინტერესებს", - განაცხადა პრემიერმა.
კობახიძე ბერა ივანიშვილის სარჩელის გამო ქართუმ მედიას მორიჯ ჯერზე ბრიუსელიდან ემუქრება
კობახიძე- საზოგადოებამ იცის, რა წერია გამჭვირვალობის შესახებ კანონში, ქართველმა ხალხმა ნახა, რომ არაფერი რუსული ამ კანონში არ არის
რიონჰესთან მდინარეში გადავარდნილი მანქანიდან ორი ადამიანის ცხედარი ამოასვენეს
კობახიძე - ქართულმა ოცნებამ მიიღო 1 100 000-ზე მეტი ხმა, რითაც ქართველმა ხალხმა დაადასტურა, რომ თავიდან ბოლომდე მხარს უჭერს ჩვენს კურსს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ბუდანოვი - მოვლენები პეტროპავლოვსკა ბორშჩაგვიკაში მიუღებელია სახელმწიფოსთვის და ზიანს აყენებს უკრაინელების ერთიანობას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)