|
2017-07-21 09:37:52, 2870 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი პარლამენტს დღეს მოტივირებულ შენიშვნებს გადაუგზავნის
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საკანონმდებლო ორგანოს მოტივირებულ შენიშვნებს დღეს გადაუგზავნის. პარლამენტი სავარუდოდ 26 ივლისს რიგგარეშე სხდომაზე ვეტოს დაძლევაზე იმსჯელებს. კენჭისყრამდე დეპუტატები პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს საკომიტეტო ფორმატში განიხილავენ და მას კანონმდებლებს მარგველაშვილის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე წარუდგენს. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ კანონში და საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს ვეტო დაადო. პარლამენტის ვიცე სპიკერმა გია ვოლსკიმ „ექსპრესნიუსთან“ საუბარში აღნიშნა, რომ რიგგარეშე საპარლამენტო სხდომა სავარაუდოდ 26 ივლისს გაიმართება. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მმართველი გუნდი წინასწარი საუბრებით, ოთხშაბათზე ჩამოყალიბდა, თუმცა მისივე თქმით, შესაძლოა, თარიღი შეიცვალოს.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)