18:38 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-23 11:29:59, 365 ნახვა

პოლიტიკა
ალექსანდრ ლუკაშენკო: მრცხვენია, რომ ამ ლეგენდარულ ქალაქ თბილისში არც ერთხელ ჩამოვსულვარ

"მრცხვენია, რომ ერთხელ არ ჩამოვსულვარ ამ ლეგენდარულ ქალაქ თბილისში და ფაქტობრივად, არ ვყოფილვარ საქართველოში სოხუმის გარდა,-ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან პირისპირ შეხვედრისას განაცხადა.

ლუკაშენკოს თქმით,  როგორც ისტორიკოსმა ბევრი რამ წაიკითხა და მისთვის საქართველო მართლაც ლეგენდარული ქვეყანაა.

"დიდი მადლობა ბატონო პრეზიდენტო,ძვირფასო, გიორგი, ჩვენ დიდი ხნის წინ  უნდა შევხედროდით ამ ლეგენდარულ ქალაქში, ლეგენდარულ ქვეყანაში, გუშინ განვაცხადე, რომ მრცხვენია, რომ ერთხელ არ ჩამოვსულვარ თბილისში და,  ფაქტობრივად, არ ვყოფილვარ საქართველოში სოხუმის გარდა, სოხუმში საბჭოთა პერიოდის დროს,  მას შემდეგ  როგორც ისტრიკოსმა,  ძალიან ბევრი  წავიკითხე და ბევრი ვიცი და ჩემთვის ეს იყო ლეგენდარული ქვეყანა.ნამდვილად გარშემორტყმული ლეგენდით.ნამდვილად დიდი ხნის წინ უნდა ჩამოვსულიყავი. საბჭოთა პერიოდის დროს ჩვენი ბელარუსი ხალხი ღრმა პატივიცემას გამოთქვამდა ქართველი ერის მიმართ.თქვენ იცით, რომ ჩემი ვიზიტი დაიწყო მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპული გმირების გვირგვინის შემკობით.რადგან ჩვენი ბელარუსი ათასობით ქართველმა გაათავისუფლა. ჩვენთან დაიღუპა ათასობით და ალბათ აასიათასობით ქართველი და სწორედ ამიტომ, პატივი ვეცი ყველა ქართველ და საბჭოთა ჯარისკაცს, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს დაიღუპნენ",-განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ.

გიორგი მარგველაშვილისა და ალექსანდრე ლუკაშენკოს პირისპირ შეხვედრა ამ დრომდე გრძელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics