15:19 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-20 19:37:25, 2368 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სავარაუდოდ, 26 ივლისს გაიმართება

პრეზიდენტის ვეტო-სთან დაკავშირებით, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სავარაუდოდ, 26 ივლისს გაიმართება.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განუცხადა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მმართველი გუნდი წინასწარი საუბრებით, ოთხშაბათზე ჩამოყალიბდა, თუმცა მისივე თქმით, შესაძლოა, თარიღი შეიცვალოს.

„ეს არის დაახლოებით  ოთხშაბათი, ჩვენ  ასე ვფიქრობთ.  ყოველ შემთხვევაში წინასწარი საუბრებით ოთხშაბათზე ჩამოვყალიბდით. შეიძლება რამე შეიცვალოს კიდევაც, უცვლელი ამ ქვეყანაზე არაფერია. რიგგარეშე სხდომაზე როგორც ერთი, ასევე მეორე ვეტო მე ვფიქრობ უნდა იქნეს დაძლეული. გარდა ამისა, ვფიქრობ უფრო ფართო განმარტებები უნდა გაკეთდეს საზოგადოების საყურადღებოდ, თუ რას ნიშნავს, რას გულისხმობს ვეტო და მოტივირებული შენიშვნები და რა არის რეალურად იმის მიზეზი, საფუძველი, რის გამოც ჩვენ ეს ვეტო უნდა დავძლიოთ. ეს არ არის დაკავშირებული არანაირ პოლიტიკურ პაექრობასთან,  თუმცა ეს პოლიტიკური პაექრობაც ნამდვილად სახეზეა. აქ მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა სჭირდება სახელმწიფოს, როგორ არის სამართლიანი  და როგორი ხედვა გააჩნია ამასთან დაკავშირებით მეორე ოპონენტ ძალას. ეს არის ამოცანა და არა რაღაც თვითმიზანი, რომ ვეტო მაინცდამაინც იქნეს დაძლეული“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსს” და „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს ვეტო დაადო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანტისემიტური და ნაცისტური განცხადებების მიუხედავად, Kanye West საქართველოში ჩამოდის - მსოფლიოში კი მისი კონცერტები უქმდება
შსს: საბაჟოზე 103 კგ-მდე მეტამფეტამინი ამოიღეს, ღირებულება შავ ბაზარზე ₾30 მლნ-მდეა
რუსეთში ტურისტული სააგენტოების მასობრივი დახურვა დაიწყო
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics