|
2017-07-20 17:34:31, 2641 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტმა იაპონიის ელჩი ტოშიო კაიტანი ღირსების ორდენით დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ტოშიო კაიტანი მიიღო, რომელმაც საქართველოში მისია დაასრულა. პრეზიდენტმა საქართველოსა და იაპონიას შორის ურთიერთობის განმტკიცების საქმეში შეტანილი წვლილისა და ნაყოფიერი დიპლომატიური მოღვაწეობისათვის, ტოშიო კაიტანი ღირსების ორდენით დააჯილდოვა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა საქართველო -იაპონიის ურთიერთობა და ქვეყნებს შორის აქტიური ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარების მნიშვნელობა განიხილეს. გიორგი მარგველაშვილმა იაპონელ დიპლომატს საქართველოსა და იაპონიის ურთიერთობის განვითარებაში, ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მუდმივ მხარდაჭერაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და მას მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)