18:28 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-20 13:02:20, 2440 ნახვა

სამართალი
გია კორკოტაშვილი გაუპატიურების მუქარის საქმეზე გამოძიების კითხვებს პასუხობს

ორგანიზაცია „სამოქალაქო სოლიდარობის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გია კორკოტაშვილი თბილისის მთავარ სამმართველოში მივიდა.

იგი გამოძიების კითხვებს სავარაუდოდ, გაეროში საქართველოს ყოფილი ახლაგაზრდა ელჩის, თათია დოლიძის მიმართ მუქარის შემცველ განცხადებებთან დაკავშირებით უპასუხებს.

კორკოტაშვილს სამმართველოში შესვლამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. იგი საგამოძიებო ორგანოში ადვოკატთან ერთად მივიდა.

შეგახსენებთ, თათია დოლიძის მიმართ ჯგუფური გაუპატიურების მუქარა „ქართულ მარშთან“ დაკავშირებით სოციალურ ქსელში გაკეთებულ მის განცხადებას მოჰყვა. დოლიძემ აღმაშენებლის გამზირზე გამართულ აქციას რუსული სცენარი უწოდა.

შეგახსენებთ, „ქართველთა მარშის“ რამდენიმე ორგანიზატორი და მონაწილე 16 ივლისს, სოციალურ ქსელში თათია დოლიძის მიმართ სექსუალური ძალადობის შინაარსის და მუქარის შემცველ კომენტარებს წერდნენ. აღნიშნული დოლიძის მიერ „ქართულ მარშთან“ დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა, სადაც მან მარშის მონაწილეები გააკრიტიკა და აქციას რუსული სცენარი უწოდა.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics