23:58 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-19 21:39:43, 2957 ნახვა

სამართალი
„უფრო მეტი კითხვა ალბათ ემზარ კვიციანს ეკუთვნის, ვიდრე მე“ - ვანო ჯავახიშვილის გამოკითხვა დასრულდა

„რუსთავი 2“-ის ტელეწამყვანი ვანო ჯავახიშვილი, მის შესაძლო ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატის, ემზარ კვიციანის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე, სამართალდამცველებმა გამოკითხეს.

ჯავახიშვილმა დიღმის პოლიციის სამმართველო ცოტა ხნის წინ დატოვა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, გამომძიებლებს მარტივი კითხვები ჰქონდათ.

„გამომძიებლებს ძალიან მარტივი კითხვები ჰქონდათ, მუქარასთან დაკავშირებით, თუ ყოფილა ოდესმე ზარები და ასე შემდეგ. მსგავსი ფაქტები ჩემს არ დაფიქსირებულა. მსუბუქად ჩაიარა დაკითხვამ, ძალიან ზრდილობიანად გვესაუბრნენ. ცოტა ხანში ალბათ იგეგმება ემზარ კვიციანის დაკითხვაც. უფრო მეტი კითხვა ალბათ ემზარს ეკუთვნის, ვიდრე მე“, - განაცხადა ვანო ჯავახიშვილმა.

ადვოკატ დიტო საძაგლიშვილის თქმით, გამომძიებლებს აინტერესებდათ, ხომ არ განხორციელებულა რაიმე სახის კონტაქტი და მუქარა ვანო ჯავახიშვილთან.

„რეალურად გამოძიება ჯერ არ არის დაწყებული. ეს გამოჩნდება ალბათ მას შემდეგ, რაც ემზარ კვიციანი იქნება გამოძახებული ან მას გაესაუბრებიან პოლიციის თანამშრომლები და გადაამოწმებენ, თუ რა ინფორმაციაზე დაყრდნობით საუბრობდა ის, როდესაც ვანო ჯავახიშვილის მოსალოდნელ მკვლელობას ახსენებდა", - განაცხადა ადვოკატმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
FT-ის გამოკითხვა: ამერიკელების თითქმის 70% შეშფოთებულია ტრამპის ადმინისტრაციაში კორუფციით
ცოლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი - ვინც მიცნობთ, ჩემს ბავშვებს აწყენინებს, იცოდეთ, იმ ქვეყნიდან მოვბრუნდები და დედებს მოგ**ნავთ ყველას
სახალხო დამცველის აპარატი: გიორგი ფეიქრიშვილს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვს
არეულობები ბარსელონაში - 128 ადამიანი დააკავეს, ათობით მაღაზია დაზიანდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics