|
2015-04-23 10:50:21, 419 ნახვა
პოლიტიკა
ირინე იმერლიშვილი: ბელარუსის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერა დღესაც გრძელდება, რასაც ძალიან ვაფასებთ
უშიშროების საბჭოს მდივნის ირინე იმერლიშვილის შეფასებით, საქართველოში ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვანია. ამის შესახებ იმერლიშვილმა ჟურნალისტებს პრეზიდენტის სასახლეში განუცხადა, სადაც ალექსანდრ ლუკაშენკოს დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. იმერლიშვილის განმარტებით, ლუკაშენკოს მიერ საქართველოსთვის ჩამოტანილი გზავნილები, პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ დაგეგმილ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გახდება ცნობილი. „უაღრესად მნიშვნელოვანია მისი ვიზიტი, ვინაიდან საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პრაქტკულად, პირველად ხდება ასეთი ვიზიტი. ის გზავნილები და მხარდაჭერა, რაც ბელარუსის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ არსებობს, დღესაც გრძელდება, რასაც ძალიან ვაფასებთ“, - განაცხადა ირინა იმერლიშვილმა. კითხვაზე- იქნება თუ არა ლუკაშენკო რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების საკითხში საქართველოს შუამავალი, იმერლიშვილმა ასე უპასუხა: „სხვა ქვეყნებთანაც ვთანამშრომლობთ, იმ ქვეყნებთან, რომლებიც ევრაზიულ კავშირში არიან გაწევრიანებული. ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა არჩეული. ეს არის ევროპული გზა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ ვითანამშრომლებთ იმ ქვეყნებთან, რომლებიც სხვა გზა აირჩიეს“, - განაცხადა ირინე იმერლიშვილმა.
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)