14:16 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-18 18:56:55, 2620 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილმა ელჩებთან არაღიარებისა და ანტიანექსიური პოლიტიკის შემდგომი ნაბიჯები განიხილა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „ამბასადორიალი - 2017"-ის ფარგლებში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებთან დახურული შეხვედრა გამართა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან პრიორიტეტებზე - დეოკუპაციისა და ანტიანექსიურ პოლიტიკაზე და იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომელიც უნდა გადაიდგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის უზრუნველყოფისათვის.

 საქართველოს პრეზიდენტმა დეტალურად ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რომელიც უნდა განხორციელდეს იმისათვის, რომ საქართველოს პრობლემატიკა კიდევ უფრო აქტიურად იყოს წარმოდგენილი მსოფლიო პოლიტიკის დღის წესრიგში.

 პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო არენაზე საქართველოს გეოპოლიტიკური როლის კიდევ უფრო აქტიურად წარმოჩენაზე და ასევე საუბარი შეეხო იმ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც უნდა გადაიდგას ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით.

„შევეხეთ ცალკეულ სახელმწიფოებთან ურთიერთობების საკითხებს და რეგიონულ პოლიტიკას. დიდი დრო დაეთმო უსაფრთხოებასა და რუსეთის ფედერაციას. ჩვენს პარტნიორებთან მუშაობის კონკრეტული ნაბიჯები გაიწერება.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველომ უაღრესად მტკიცე ნაბიჯები გადადგა არაღიარების პოლიტიკის თვალსაზრისით და ჩვენ მართლაც გვაქვს ძალიან სერიოზული წარმატება. არაღიარების პოლიტიკაში ჩვენს წარმატებას ვხედავთ, რომ რუსეთის ფედერაცია პასუხობს უაღრესად საშიში ნაბიჯებით, რაც გამოიხატება ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებში და ასევე მცოცავ ოკუპაციაში.

საუბარი იყო სწორედ იმაზე, როგორ უნდა შეჩერდეს ეს ნაბიჯები,  როგორ უნდა მოხდეს საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდირება, რომ ხორციელდებოდეს რეაქცია არამხოლოდ ცალკეულ ინციდენტებზე, არამედ ზოგადად რომ დაფიქსირდეს მსგავსი ტიპის პოლიტიკის მიუღებლობა", - განაცხადა პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანმა თენგიზ ფხალაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Fitch-მა ბაზისბანკის და ლიბერთის რეიტინგის პროგნოზი პოზიტიურ დონემდე გაზარდა
YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა თიბისის მომხმარებლებისთვის 24 საათით ადრე დაიწყება
ტახტის მოსაყდრე შიო: მომდევნო კვირაში ჩვენ მოგვიწევს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics