|
2017-07-18 16:53:43, 2548 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: თვითმმართველობის კოდექსში შეტანილი ცვლილებები აბსოლუტურად თავსებადია სამართლებრივ პრინციპებთან
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტის მხრიდან „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ კანონში ცვლილებებსა და „საარჩევნო კოდექსში" ცვლილებებზე ვეტოს დადებას სამართლებრივი არგუმენტები ვერ ექნება. ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ თვითმმართველობის კოდექსში შეტანილი ცვლილებები სამართლებრივ პრინციპებთან აბსოლუტურად თავსებადია. მისივე თქმით, იგივე შეიძლება ითქვას ადმინისტრაციის ფორმირების წესთან დაკავშირებითაც. „რაც შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებს, აქ სამართლებრივი არგუმენტები მე ძალიან ძნელად წარმომიდგენია. თვითმმართველობის კოდექსში შეტანილი ცვლილებები არის სამართლებრივ პრინციპებთან აბსოლუტურად თავსებადი და ეს უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის გაძლიერებას. ასევე, შემიძლია ვთქვა, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესთან დაკავშირებით. იყო უამრავი სირთულე დაკავშირებული ადმინისტრაციის ფორმირების წესთან. მათ შორის, ბლოკების ინსტიტუტს გავიხსენებ, რომელიც სერიოზულ დაბრკოლებას უქმნის სამართლიანი წესის ჩამოყალიბებას. ჩვენ შევეცადეთ, რომ შესაბამისობაში მოგვეყვანა ადმინისტრაციის ფორმირების წესი სამართლებრივ პრინციპებთან. ამისთვის სახელმძღვანელოდ ავიღეთ პროპორციული წარმომადგენლობის პრინციპი და დაცულია პარიტეტი მმართველ ძალასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის. ეს არის ძალიან სამართლიანი პრინციპი. აქედან გამომდინარე, სამართლებრივი არგუმენტები ვეტოს აქაც ვერ ექნება“,- განაცხადა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)