14:47 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-18 16:30:25, 2565 ნახვა

ეკონომიკა
შვეიცარული კომპანია საქართველოსთან თხილის სექტორში თანამშრომლობას ზრდის

თხილის სექტორში საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები შვეიცარიის უმსხვილესი საცალო ბიზნესის, Migros Group, წარმომადგენლებმა სოფლის მეურნეობის მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ჯგუფში გაერთიანებულია სასურსათო და აგრარული წარმოების სხვადასხვა მიმართულები, მათ შორის Chocolat Frey AG, წამყვანი შოკოლადის მწარმოებელი კომპანია, რომელიც შვეიცარიაში 1887 წელს დაარსდა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ შვეიცარიის მხარისთვის უმნიშვნელოვანესია იმ პროდუქციის, მათ შორის, თხილის ხარისხი, რომელსაც წარმოებაში იყენებენ და მიაჩნიათ, რომ საქართველოსთან უკვე არსებული თანამშრომლობის გაღრმავება მათ ინტერესში შედის იმ პირობების გათვალისწინებით, რაც საქართველოში თხილის  ხარისხს, მისი კონტროლის სტანდარტებს უკავშირდება. აღინიშნა, რომ შვეიცარიის მხარე საქართველოში თხილის სექტორში მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას გეგმავს.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა შეხვედრაზე საქართველოში თხილის დარგში არსებულ პოტენციალზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დარგის განვითარებისთვის შექმნილია თხილის ტექნიკური რეგლამენტი, დანერგილია საერთაშორისო რეგულაციები და კონტროლის სისტემა. მინისტრმა ხაზი გაუსვა სახელმწიფოსთვის საერთაშორისო ბაზარზე ქართული თხილის მაღალი რეპუტაციის სახელის დამკვიდრების მნიშვნელობას.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
მიხეილ სააკაშვილი: სპონტანური საპროტესტო აქციები რეჟიმისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა
ენმ-ის თავმჯდომარე: ოპოზიციურ ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება სააკაშვილის ინიციატივით იქნა მიღებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics