15:44 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-18 15:08:00, 2460 ნახვა

საზოგადოება
ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ ეროვნულ მუზეუმს სამუზეუმო ექსპონატები გადასცა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ საქართველოს ეროვნულ მუზეუმს იშვიათი სამუზეუმო ექსპონატები გადასცა.

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 3 ცალი ხმალი, გერმანული დაშნა (მესამე რაიხის პერიოდი, 1933-1945წწ), ინდური ხმალი „ტალვარი“ (XVIII საუკუნე) და რუსული ხმალი „შაშკა“ (1940წ), ეროვნულ მუზეუმს, დადგენილი წესით, უსასყიდლოდ გადაეცა. აღნიშნული ქონება სახელმწიფო საკუთრებაში საბაჟო პროცედურების დარღვევისათვის მიიქცა.

ხსენებული ნივთები საინტერესოა, როგორც მხატვრული თვალსაზრისით, ასევე სამეცნიერო და საექსპოზიციო მნიშვნელობით. აღსანიშნავია, რომ ინდური და გერმანული იარაღის ანალოგიური ნიმუშები საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებში აქამდე არ ყოფილა დაცული. წარმოდგენილი იარაღი ეროვნული მუზეუმის იარაღის ფონდის კოლექციას კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის.

აღნიშნული ფაქტი მომსახურების სააგენტოსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმს შორის აქტიური თანამშრომლობის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია. გასულ წლებში მომსახურების სააგენტომ ეროვნულ მუზეუმს ნიკო ფიროსმანაშვილის ფერწერული ტილო „ბატკანი“ და აბრა „კახური ღვინო“, სხვადასხვა დასახელების ოქროს ნივთები, ხატები, ნუმიზმატიკური და ჰერალდიკური ხასიათის მატარებელი ექსპონატები, უსასყიდლოდ გადასცა.

მომსახურების სააგენტო, შეძლებისდაგვარად განაგრძობს ეროვნული სამუზეუმო კოლექციების შესავსებად მსგავსი ტიპის აქტივობების განხორციელებას.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობისთვის უვადო პატიმრობა მიესაჯათ
ანტისემიტური და ნაცისტური განცხადებების მიუხედავად, Kanye West საქართველოში ჩამოდის - მსოფლიოში კი მისი კონცერტები უქმდება
შსს: საბაჟოზე 103 კგ-მდე მეტამფეტამინი ამოიღეს, ღირებულება შავ ბაზარზე ₾30 მლნ-მდეა
რუსეთში ტურისტული სააგენტოების მასობრივი დახურვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics