13:39 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-18 11:52:17, 2310 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტის სასახლეში პეტრო პოროშენკოს დახვედრის ცერემონია გაიმართა

უკრაინის პრეზიდენტისა და პირველი ლედის სახელმწიფო ვიზიტი საქართველოში პრეზიდენტის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონიით დაიწყო.

ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში შესრულდა საქართველოსა და უკრაინის  სახელმწიფო ჰიმნები, რის შემდეგაც გიორგი მარგველაშვილმა და პეტრო პოროშენკომ საქართველოს სახელმწიფო დროშას მიაგეს პატივი და ერთმანეთს სახელმწიფო დელეგაციები წარუდგინეს.

ოფიციალური დახვედრის ცერემონიაში საქართველოს პირველი ლედის მაკა ჩიჩუა და უკრაინის პირველი ლედიც მონაწილეობდნენ.

 ოფიციალური დახვედრის ცერემონიას ესწრებოდნენ: საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ვიცეპრემიერი ალექსანდრე ჯეჯელავა, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს ელჩი უკრაინაში გელა დუმბაძე და პრეზიდენტის პრესსპიკერი ეკა მიშველაძე.

უკრაინის პრეზიდენტის სახელმწიფო დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: უკრაინის პირველი ვიცეპრემიერმინისტრი, უკრაინის ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის მინისტრი სტეპან კუბივი,  უკრაინის ვიცეპრემიერმინისტრი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ივანნა კლიმპუშ-ცინცაძე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პავლო კლიმკინი, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის მოადგილე კონსტანტინ ელისეევი, უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ვლადიმერ ომელიანი, უკრაინის უმაღლესი რადას საქართველოსთან პარლამენტთაშორისო კავშირების სადეპუტატო ჯგუფის ხელმძღვანელი ხვიჩა მეფარიშვილი, სტრატეგიული დაგეგმარებისა და ოპერატიული უზრუნველყოფის მთავარი დეპარტამენტის  ხელმძღვანელი, უკრაინის პრეზიდენტის პირველი მოადგილე იური ონიშჩენკო, უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იგორ დოლგოვი, ოდესის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე მაქსიმ სტეპანოვი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რეჟიმის წარმომადგენელმა თურნავამ, რეფინანსირების განაკვეთი გაეზარდა ინფლაციას დააბრალა
მეუფე იობი ეკლესიაში საგარეო ჩარევებზე: ზეწოლაც ხდება და ჩარევებიც ხდება
მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შედეგად, 252 029 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი გაეზრდება - „საზოგადოება და ბანკები“
2 წელიწადში პირველად, სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა - 8.25%-მდე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics