15:43 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-17 19:09:38, 2651 ნახვა

საზოგადოება
თურქეთში ავარიის შედეგად დაშავებული ორი პაციენტი საქართველოში დაბრუნდა

თურქეთის კლინიკა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულმა კიდევ ორმა პაციენტმა დატოვა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დედა-შვილმა სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი რამდენიმე საათის წინ გადმოკვეთა. მათ საქართველო-თურქეთის საზღვარზე აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და მინისტრის პირველი მოადგილე ლელა სურმანიძე დახვდნენ.

სამინისტროს ცნობით, დაშავებული დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს, ისინი თურქეთის კლინიკაში 24 საათიანი მეთვალყურეობის მიზნით დააყოვნეს და დღეს სარფის საბაჟომდე მათი ტრანსპორტირება თავად თურქულმა მხარემ უზრუნველყო.

„პაციენტებს საზღვარზე ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა დახვდა და ისინი ხელახალი კონტროლის მიზნით ბათუმის დედათა და ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით კი დედა-შვილმა კლინიკა დატოვა და სახლში გაემგზავრნენ. ამჟამად თურქეთის კლინიკებში მკურნალობის კურსს 5 დაშავებული გადის. ისინი სამედიცინო დაწესებულებებს ეტაპობრივად დატოვებენ. ავტოსაგზაო შემთხევა გუშინ, 16 ივლისს, ტრაპიზონიდან 120 კილომეტრში, გირესუნის მახლობლად მოხდა. გასტროლებზე ბულგარეთში მიმავალი ავტობუსი, რომელშიც 38 ადამიანი იმყოფებოდა, გზიდან გადავიდა და ამობრუნდა. ავტოავარიის შემთხვევიდან რამდენიმე საათში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძე მეუღლესთან და აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან ერთად თურქეთის ქალაქ ტრაპიზონში გაემგზავრა და დაშავებულები სხვადასხვა საავადმყოფოში პირადად მოინახულა. ზურაბ პატარაძე ტრაპიზონში გვიან ღამემდე დარჩა და ორგანიზება გაუწია 25 ბავშვის სამშობლოში დაბრუნებას. აჭარის ჯანდაცვის მინისტრი კი ბათუმში დღეს დაბრუნდა“, - აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობისთვის უვადო პატიმრობა მიესაჯათ
ანტისემიტური და ნაცისტური განცხადებების მიუხედავად, Kanye West საქართველოში ჩამოდის - მსოფლიოში კი მისი კონცერტები უქმდება
შსს: საბაჟოზე 103 კგ-მდე მეტამფეტამინი ამოიღეს, ღირებულება შავ ბაზარზე ₾30 მლნ-მდეა
რუსეთში ტურისტული სააგენტოების მასობრივი დახურვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics