14:49 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-17 18:02:35, 2547 ნახვა

ეკონომიკა
აშშ-ის ელჩმა იან კელიმ ფულბრაიტის პროგრამის გამარჯვებულებს მიულოცა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში იან კელიმ, საინვესტიციო ჯგუფ „ბიჯეოს“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა და „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა კახა კიკნაველიძემ, საქართველოს ბანკში გამართულ მიღებაზე რვა ქართველ სტუდენტს ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამაში გამარჯვება მიულოცეს.

სტუდენტები წამყვან ამერიკულ უნივერსიტეტებში სასწავლებლად შემოდგომაზე აშშ-ში გაემგზავრებიან.  მიღებას ასევე ესწრებიდნენ ფლბრაიტის პროგრამის მონაწილეები, ვინც თავიანთი გამოცდილება გამარჯვებულებს გაუზიარეს.

ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამა ამერიკის მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული პროგრამაა მსოფლიოში. ამ პროგრამით 2014 წლიდან დღემდე 19-მა ქართველმა სტუდენტმა მიიღო განათლება ამერიკაში. ფულბრაიტის პროგრამა ფინანსდება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის ბიუროს მიერ. საქართველოში პროგრამის პარტნიორები არიან საინვესტიციო ჯგუფი „ბიჯეო“ და საქართველოს ბანკი, სწორედ ამ კომპანიების დაფინანსებით წელს დამატებით კიდევ 2 სტუდენტი გაემგზავრება აშშ-ში სასწავლებლად. აღნიშნულ პროგრამასთან რამდენიმეწლიანი თანამშრომლობის შედეგად, ამ დრომდე 4-მა ახალგზარდამ მიიღო განათლება აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში, როგორც ბიზნესის ადმინიტრირების ასევე, ინფორმაციული ტექნოლოგიების განხრით.

2016 წლის ივლისში, აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ საქართველოში ვიზიტის დროს, საქართველოს მთავრობასთან ისტორიულ მემორანდუმს მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც ფულბრაიტის პროგრამის მონაწილეთა რაოდენობა 2018 წლიდან გაორმაგდება.

ფოტო რეპორტაჟი

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
მიხეილ სააკაშვილი: სპონტანური საპროტესტო აქციები რეჟიმისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა
ენმ-ის თავმჯდომარე: ოპოზიციურ ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება სააკაშვილის ინიციატივით იქნა მიღებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics